2020 წლის განმავლობაში ქართულმა სადაზღვევო კომპანიებმა სულ 667 მილიონი ლარის სადაზღვევო პრემიები მოიზიდეს - ამის შესახებ კომპანიების მიერ მარეგულირებლისთვის წარდგენილი ფინანსური ანგარიშებიდან ირკვევა. დოკუმენტის თანახმად, ქართული სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდული პრემიები 2020 წელს 42.3 მილიონი ლარით გაიზარდა. გასულ წელს სექტორის წმინდა მოგებამ 47.6 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2019 წლის წმინდა მოგებასთან შედარებით 89%-ით მეტია.
მოზიდული პრემიების მოცულობით ბაზრის #1 მოთამაშე კვლავ "ჯიპიაი ჰოლდინგია", რომელმაც 2020 წელს 128.9 მილიონი ლარის პრემია გამოიმუშავა. "ჯიპიაი" დაზღვევის უმსხვილეს სეგმენტში - ჯანმრთელობის დაზღვევაში ყველაზე მაღალ - 28%-იან საბაზრო წილს ფლობს.
საქართველოში მოქმედი სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდული პრემიები 2020 წელს - რეიტინგი:
1 ჯიპიაი - 128.9 მლნ ლარი, ზრდა წინა წელთან 20% ;
2 ალდაგი - 106.9 მლნ ლარი, ზრდა წინა წელთან 7% ;
3 თიბისი დაზღვევა - 89.3 მლნ ლარი, ზრდა წინა წელთან 10% ;
4 იმედი L - 71.7 მლნ ლარი, კლება წინა წელთან -15% ;
5 არდი - 59.6 მლნ ლარი, ზრდა წინა წელთან 10% ;
6 უნისონი - 42.1 მლნ ლარი, ზრდა წინა წელთან 17% ;
7 ირაო - 38.5 მლნ ლარი, ზრდა წინა წელთან 8% ;
8 პსპ დაზღვევა - 24.4 მლნ ლარი, ზრდა წინა წელთან 13% ;
9 ევროინსი - 23.6 მლნ ლარი, ზრდა წინა წელთან 46% ;
10 ბენეფიტი - 17 მლნ ლარი, კლება წინა წელთან -14% ;
11 ალფა - 16.9 მლნ ლარი, კლება წინა წელთან -20% ;
12 სადაზღვევო ჯგუფი - 11.6 მლნ ლარი, ზრდა წინა წელთან 32% ;
13 პრაიმი - 8.4 მლნ ლარი, ზრდა წინა წელთან -8% ;
14 ქართუ დაზღვევა - 8.3 მლნ ლარი, კლება წინა წელთან -22% ;
15 ჰუალინგ დაზღვევა - 7.7 მლნ ლარი, კლება წინა წელთან -23% ;
16 ტაო - 5 მლნ ლარი, კლება წინა წელთან -27% ;
17 ნიუ ვიჟენ - 4.85 მლნ ლარი.
18 გრინ დაზღვევა - 2.7 მლნ ლარი, კლება წინა წელთან -16%.
ცალკეული სეგმენტების მიხედვით, სადაზღვევო სექტორის ყველაზე დიდი მიმართულება კვლავ ჯანმრთელობის დაზღვევის სერვისია. ამ მიმართულებით კომპანიებმა, ჯამში, 267.6 მილიონი ლარის პრემიები მოიზიდეს, რაც 2019 წლის შედეგს 33.6 მილიონი ლარით აღემატება. მეორე ადგილზეა ავტოდაზღვევა, რომლის მოზიდული პრემიების მოცულობა 116.7 მილიონი ლარია. დაზღვევის ეს მიმართულება წლიურად მხოლოდ 4.6 მილიონი ლარით გაიზარდა. მესამე ადგილზეა ქონების დაზღვევა, საიდანაც სადაზღვევო კომპანიებმა 108 მილიონის პრემიები მიიღეს. ქონების დაზღვევის სეგმენტი 2020 წელს 19.8 მილიონი ლარით გაიზარდა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა მიზანს ემსახურება 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადება? - გამყრელიძის განმარტება
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თურქეთის ელჩი „ნამახვანჰესზე“: არსებობს მანიპულაცია ფაქტებით... მოვუწოდებ კომპანიას ღიად გამოვიდეს და ილაპარაკოს
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი