ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ მონაწილეობა მიიღო ინვესტორებთან შეხვედრაში, რომლის დროსაც განხილულ იქნა განახლებადი ენერგიების მხარდაჭერის სქემით გათვალისწინებული აუქციონების ჩატარების პროცედურები. შეხვედრის ორგანიზებაში მონაწილეობა მიიღო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID). შეხვედრას ენერგეტიკულ სექტორში მომუშავე კომპანიებისა და ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა, რომ ქვეყანას აქვს განახლებადი ენერგიის რესურსების დიდი პოტენციალი, რომლის ათვისებაც მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტია. მან ასევე გაამახვილა ყურადღება ხელისუფლების ამბიციურ გეგმებზე, რომლებიც მიმართულია მსხვილი ენერგეტიკული პროექტების განვითარებისკენ. მათ შორისაა, როგორც ადგილობრივი ენერგორესურსების ათვისება, ისე შავი ზღვის ენერგოკაბელის მშენებლობა, რომელიც საქართველოს და მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონს ევროკავშირთან დააკავშირებს. რომეო მიქაუტაძის თქმით, ყოველივე ეს გაზრდის ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების ხარისხს.
მინისტრის პირველმა მოადგილემ მადლობა გადაუხადა USAID-ს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც აღნიშნული ორგანიზაცია საქართველოს ენერგეტიკული შესაძლებლობების განვითარებისადმი იჩენს.
შეხვედრაზე ასევე სიტყვით გამოვიდა USAID-ის საქართველოს მისიის დირექტორი ჯონ პენელი.
ოფიციალური მოხსენებების შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინეს პრეზენტაცია განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემისა და სიმძლავრის აუქციონის წესების შესახებ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი