მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომი საახალწლო ღონისძიებაზე, დაახლოებით, 40,000 ვიზიტორს ელოდება

5e0b1fc95adb9
ნათია თაქთაქიშვილი
31.12.19 22:00
1189
იტალიელები დიდი პატივიცემით ეკიდებიან წინასაახალწლო მზადებას და არც წლევანდელი წელი აღმოჩნდა გამონაკლისი. წინასაახალწლო ფესტივალის სამზადისი უკვე მიუახლოვდა დასასრულს და დეტალებიც ცნობილია.

საახალწლო ფესტივალი “The Nature” რომში 20:00 საათიდან დაიწყება. ფესტივალი, დაახლოებით, 100 ღონისძიებას მოიცავს და მასში ჩართულია 1,000-მდე ხელოვანი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

ფესტივალზე დასწრება თავისუფალია, მაგრამ უსაფრთხობის ზომების დაცვის მიზნით იკრძალება ალკოჰოლური სასმლის და ინდივიდუალური ფოიერვერკების მიტანა. აღსანიშნავია, რომ რომი საახალწლო ღონისძიებაზე, დაახლოებით, 40,000 ვიზიტორს ელოდება.