მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რომპეტროლი“ - კომპანია, რომლის მთავარი ღირებულება თანამშრომელია ®

62441cf452aaf
BM.GE
30.03.22 12:22
2815
წარმატებული ბიზნესი წარმატებული ადამიანების გარეშე არ არსებობს. რომელ Top მენეჯერსაც არ უნდა ჰკითხოთ, გეტყვით, რომ კომპანიის წინსვლის გასაღები მისივე გუნდის ხელშია. სწორედ თანამშრომლები არიან ადამიანები, რომლებიც კომპანიის წარმატებას ქმნიან, ამიტომ მათთვის სათანადო პირობების უზრუნველყოფა ყველა ხელმძღვანელის მთავარი საზრუნავია. „რომპეტროლში“ ეს ძალიან კარგად ესმით.

კომპანიაში მიაჩნიათ, რომ ყველაზე საიმედო და შეუფასებელი აქტივი მათთან დასაქმებული ადამიანები არიან, რომელთა პროფესიონალიზმი, ერთგულება, გუნდურობა და მიზანსწრაფვა საერთო კეთილდღეობას განაპირობებს. „რომპეტროლი“ საკუთარი თანამშრომლების წარმატებას ქმნის, რომლებიც შემდეგ იმავეს აკეთებენ კომპანიისთვის. ეს ერთი ჯაჭვია, რომლის ყოველი რგოლი საერთო საქმეს ასრულებს.

ამ დამოკიდებულებას ყველაზე უკეთ თანამშრომლებზე ზრუნვის პლატფორმა გამოხატავს, რომელიც „რომპეტროლ საქართველოში“ დიდი ხანია, არსებობს. პლატფორმა მრავალმხრივია, თუმცა ყველაზე საინტერესო ისაა, რომ მისით მხოლოდ თანამშრომლები არ სარგებლობენ. „რომპეტროლი“ დასაქმებულების ოჯახის წევრებზეც ზრუნავს. პლატფორმის მთავარი მიზანი თანამშრომელთათვის სამუშაოსა და პირადი ცხოვრების ჰარმონიზაცია.

„რომპეტროლ საქართველოს“ HR მენეჯერი ნანა იამანიძე: თანამშრომლებზე ზრუნვის პლატფორმა სამი ძირითადი მიმართულებისაგან შედგება:

• ემოციური კეთილდღეობა აერთიანებს კომპანიის ყველა იმ ინიციატივასა და ღონისძიებას, რომელიც მიმართულია თანამშრომლის ემოციური კეთილდღეობისაკენ. ამ მიმართულებაში მოიაზრება, მაგალითად, მასშტაბური თიმ-ბილდინგი, თანამშრომელთა ბავშვებისათვის განკუთვნილი საშობაო ზეიმი, დამატებითი ანაზღაურებადი დასვენების დღეები, მნიშვნელოვანი ფასდაკლებები სხვადასხვა წამყვან სასტუმროსა თუ კურორტზე და ა.შ.

• ფიზიკური კეთილდღეობის მიმართულების ქვეშ ერთიანდება კომპანიის ყველა ის ინიციატივა, რომელიც ხელს უწყობს ჩვენი კოლეგები ჯანსაღ ცხოვრებას. ჩვენ უკვე წლებია ვთანამშრომლობთ ჯანმრთელობის დაზღვევის ერთ-ერთ საუკეთესო კომპანიასთან და ვაზღვევთ ჩვენი თითოეული თანამშრომლის როგორც ჯანმრთელობას, ისე სიცოცხლეს.

ჩვენს თანამშრომლებს ხელი მიუწვდებათ, ასევე, FitPass-ის სისტემასთან, რაც ძალიან დაფასებულია კოლეგების მიერ. 

გამორჩეულია სპორტული აკადემიის ღონისძიება, რომელიც ყოველწლიურად ტარდება ბუქარესტში და რომლის ფარგლებშიც, სპორტის 11 სახეობაში ერთმანეთს ვეჯიბრებით „რომპეტროლის“ თანამშრომლები სხვადასხვა ქვეყნიდან. 

ფინანსური კეთილდღეობა, რომელშიც შეგვიძლია გავაერთიანოთ, როგორც კონკურენტუნარიანი ანაზღაურება და კომპანიაში მოქმედი საბონუსე სისტემა, ისე ყველა ის დამატებითი სარგებელი, რაც თანამშრომლებს ფინანსური მიმართულებით უწყობს ხელს. მაგალითისათვის, ჩვენი თანამშრომლებისათვის სავალდებულო საპენსიო შენატანის თანამშრომლის წილსაც კომპანია ფარავს. ეს მიმართულება მოიცავს სხვადასხვა ტიპის ფასდაკლებებსაც ჩვენი თანამშრომლებისათვის.


თანამშრომელთა ზრუნვის პლატფორმის გარდა, „რომპეტროლი“ ინვესტიციას არც საკუთარი გუნდის სწავლისა და განვითარებისათვის იშურებს. ამისათვის, ყოველწლიურად გამოყოფილია სოლიდური ბიუჯეტი, რომლის ფარგლებშიც, ფინანსდება თანამშრომელთა სწავლება და განვითარება კომპანიის მიმდინარე თუ გრძელვადიანი პრიორიტეტების მიხედვით.

აღსანიშნავია, „რომპეტროლი“ ის იშვიათი კომპანია აღმოჩნდა, რომელმაც პანდემიის პერიოდს ადეკვატურად აუწყო ფეხი და დასაქმებულებს, ახალი რეალობით გამოწვეული გაურკვევლობის ნაცვლად, კომფორტული შესაძლებლობა შესთავაზა - პანდემიის დაწყებისთანავე, სათავო ოფისი დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა. აღნიშნული პრაქტიკა საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა და ბევრ ასპექტში პროდუქტიულობის მატებაც კი გამოიწვია. ახლა კომპანიაში აქტიურად ცდილობენ, საბოლოოდ დანერგონ ჰიბრიდული მუშაობის კულტურა, რაც თანამშრომლებს სახლიდან მუშაობის კომფორტსაც შეუქმნის და მეგობარ კოლეგებთან ინტერაქციისთვის, ოფისში მისვლის შესაძლებლობასაც მისცემს.

ჯანსაღი დამოკიდებულება აქვს „რომპეტროლს“ თანამშრომელთა დაწინაურების კუთხითაც. კომპანიის ხელმძღვანელობამ მკაცრად გადაწყვიტა, რომ ავტოგასამართი ქსელის მაღალი რანგის პოზიციები სადგურის ოპერატორის პოზიციაზე დასაქმებული ადამიანებით შეავსონ. მენეჯერი კომპანიის გარედან მხოლოდ იმ შემთხვევაში ინიშნება, თუ ფიზიკურად არავინ არის მზად მოცემული მომენტისათვის ამ პოზიციის დასაკავებლად, რაც რთული წარმოსადგენია. „რომპეტროლს“ აქვს ამბიცია, რომ არის კომპანია, რომელიც აფასებს მონდომებას და საქმისადმი პასუხისმგებლობას; კომპანია, სადაც აქვს აზრი, თუ როგორ მუშაობ. ავტო-გასამართი სადგურის დღევადნელი მენეჯერების უმრავლესობა კომპანიას თავიდან სწორედ ოპერატორის პოზიციაზე შემოუერთდა. უფრო მეტიც, თბილისის ნავთობბაზის ახლანდელი მმართველის კარიერაც ავტოგასამართ სადგურზე დაიწყო.

„რომპეტროლის“ საჩხერის სადგურზე ჩამსხმელ ოპერატორად დაიწყო მუშაობა სოლომონ ღონღაძემაც, რომელიც დღეს სადგურის მენეჯერია. სავსებით შესაძლებელია, გარკვეული პერიოდის შემდეგ ის კიდევ უფრო მაღალ პოზიციაზეც ვიხილოთ. სოლომონს გამოვლილი აქვს ის გზა, რომელსაც მისი სადგურის თითოეული ოპერატორი გადის. მან საუკეთესოდ იცის, რისი მიცემა შეუძლია კარგ თანამშრომელს კომპანიისთვის და პირიქით - რას სთავაზობს კომპანია კარგ თანამშრომელს.

„ჩემი მუშაობა „რომპეტროლში“, მენეჯერის პოზიციაზე ერთ ათეულ წელზე მეტ პერიოდს მოიცავს. ამ ხნის განმავლობაში, ხშირად დავფიქრებულვარ - მანიჭებს თუ არა სიამოვნებას და ბედნიერებას ჩემი საქმიანობა.

ზოგადად, ამა თუ იმ საქმის კეთება შესაძლოა სიამოვნებას და ბედნიერებას არ უდრიდეს, რადგან ის ბევრ ძალისხმევას, საკუთარ თავში გამორკვევასა და ბევრი გამოწვევის გამკლავებას მოითხოვს. მთავარია, იმედგაცრუება არ დაგეუფლოს. როდესაც შენი საქმიანობა შენივე ღირებულებების თანხვედრაშია, როდესაც მთელ ძალ-ღონეს ახმარ სამუშაოს უკეთ შესრულებას, შემდეგ კი, ხედავ შედეგს, ხედავ აღიარებას, გისმენენ, ითვალისწინებენ შენს აზრს და ინიციატივებს და თანამონაწილე ხდები საერთო, დიდი წარმატებისა, სწორედ მაშინ გრძნობ კმაყოფილებას, ბედნიერებას და რაღაც დოზით, გიყვარდება კიდეც შენივე სამუშაო. მით უფრო, როდესაც შენი დროის უმეტეს ნაწილს სამსახურეოებრივი მოვალეობის შესრულებას ანდომებ. ეს გრძნობა გარდაუვალია. სხვაგვარად შეუძლებელია, გრძელვადიანი პერიოდით მუშაობდე დაკავებულ პოზიციაზე.

საერთო ჯამში, „რომპეტროლ საქართველოში“ მუშაობა განვითარების, წარმატებისა და წინსვლის შესანიშნავი საშუალებაა. გვაქვს მაგალითები, როდესაც ქვედა რგოლის მუშაკი ისეთი წარმატებულია, რომ მას ზემდგომ პოზიციებზე აწინაურებენ. კარგად შესრულებული სამუშაო არ რჩება აღიარების, მადლობისა და წახალისების გარეშე,“ - ამბობს სოლომონ ღონღაძე.

„რომპეტროლს“ თანამშრომელთა შერჩევის საკუთარი სისტემა გააჩნია, რომელიც კანდიდატების მიმართ თანასწორ და სამართლიან მიდგომას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, საშუალებას აძლევს მათ, შერჩევის პროცესში თვითგამოხატვა და შესაძლებლობების სათანადოდ გამოვლენა შეძლონ. კომპანია ყურადღებას აქცევს არა მხოლოდ მომავალი თანამშრომლის უნარების შესაბამისობას გამოცხადებულ ვაკანსიასთან, არამედ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ადამიანში სწავლისა და განვითარების სურვილს.

საქართველოში, ბენზინგასამართ სადგურებზე არც თუ ისე ხშირად შეგვხვდებათ ქალი ჩამსხმელი ოპერატორი, თუმცა თუ შეგხვდებათ, დიდი ალბათობით, ეს სწორედ „რომპეტროლის“ სადგური იქნება. ჩვენს რეალობაში სასიხარულოა მსგავსი ფაქტები და თვალშიც აუცილებლად მოგხვდება, რადგან, სამწუხაროდ, ძალიან იშვიათია. „რომპეტროლი“ არ ყოფს პოზიციებს გენდერული ნიშნით, „ქალის და კაცის საქმედ“ და ცდილობს, დასაქმებისა და განვითარების თანაბარი პირობები შეუქმნას, როგორც ქალ, ისე კაც თანამშრომლებს.

ზუგდიდის სადგურის ახალგაზრდა ჩამსხმელი ოპერატორის, ნანა ქუხილავასთვის „რომპეტროლი“ ერთ-ერთი სამსახურია. დასაქმება მარტივად შეძლო. დამატებითი შემოსავალი სჭირდებოდა და განაცხადი შეავსო. დაურეკეს, გასაუბრებაზე მივიდა და 3 დღის შემდეგ მუშაობაც დაიწყო.

„ჩემი აზრით, „რომპეტროლი“ საუკეთესო საწვავის მქონე კომპანიაა საქართველოში. აქ მუშაობა საინტერესოა. მაქვს საშუალება, ვიმუშაო თავისუფალი გრაფიკით და ეს სამსახური სხვა ყოველდღიურ საქმიანობებს შევუთავსო.

თავიდან ყველაზე მეტად მომხიბლა იმან, რომ კომპანია თანამშრომლებს ჯანმრთელობის დაზღვევას სთავაზობდა. მთელ საქართველოში რომ ეძებო, ეს მხოლოდ რამდენიმე სამსახურს თუ ექნება. მეც უკვე ვისარგებლე აღნიშნული დაზღვევით. კორონავირუსის მიერ გამოწვეული შეზღუდვების პერიოდში გავაცნობიერე, რომ ეს სამსახური ჩემთვის სტაბილური იქნებოდა, რადგან შეიძლებოდა დაკეტილიყო მაღაზიები, რესტორნები და ა.შ. მაგრამ ბენზინგასამართ სადგურს ეს არ შეეხებოდა. საწვავი არის ის, რაც ადამაინებს ყოველდღიურად სჭირდებათ.

რაც შეეხება ოპერატორის პოზიციას, „რომპეტროლში“ იმაზე უკეთესი პირობებია, ვიდრე სხვა კომპანიები გვთავაზობენ. მგონია, რომ აქ განვითარების პერსპექტივაც არის. ჯერჯერობით მაინც ახალი ვარ, მაგრამ ის, რაც უკვე გადამხდა „რომპეტროლში“, საინტერესო იყო. ბოლო დროს „რომპეტროლს“ მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნა კიბერთავდასხმების გამო, თუმცა, ამ პრობლემების მიუხედავად, კომპანიამ თანამშრომლებისთვის მოიცალა და მარტში საჩუქარი გაგვიკეთა. სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი.

სხვა ბენზიგასამართ სადგურებს თუ შევადარებთ, ადამიანებს აქ მუშაობას ნამდვილად ვურჩევდი. უკეთესი პირობებია და ოპტიმალური ხელფასი, რომელსაც ყოველთვის დროულად ვიღებთ“, - აღნიშნავს ნანა ქუხილავა.



კომპანიის წარმატებას მისი იდეოლოგია და ღირებულებები განსაზღვრავს. ბიზნესის განვითარებაზე ზრუნვის პარალელურად, უპირობოდ მნიშვნელოვანია საზოგადოების მხარდაჭერა. მომხმარებელი უნდა გრძნობდეს და აღიარებდეს შენს წარმატებას, ეს კი, მაშინ ხდება, როცა კომპანიის წარმატება საზოგადოებაზეც ისახება. ხარისხის მაღალი კოეფიციენტი და მომხმარებელთან ერთად, თანამშრომელზე ზრუნვა, როგორც მთავარი ღირებულება - ეს ის კონცეფციაა, რომელიც მრავალი გამოწვევის გადალახვითა და კონკურენტუნარიან ბაზარზე ლიდერის პოზიციის შენარჩუნებით, თითქმის 50 წლის ისტორიის მქონე კომპანიას, „რომპეტროლს“ ქმნის.