მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Rooms Hotel Kokhta განცხადებას ავრცელებს

5e666a8f1e65c
BM.GE
09.03.20 20:06
5953
Rooms Hotel Kokhta განცხადებას ავრცელებს, რომელსაც bm.ge გთავაზობთ უცვლელად:

"გვსურს, გამოვეხმაუროთ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას Rooms Hotel Kokhta-ს თანამშრომლის შესახებ და გაცნობოთ, რომ მას კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

ჩვენი თანამშრომელი 17 თებერვალს დაბრუნდა იტალიიდან. ამ პერიოდში, საკარანტინო ზომების მიღების შესახებ რეკომენდაცია ჯერ არ იყო გაცემული.
21 დღის განმავლობაში მას არანაირი სიმპტომი არ აღენიშნებოდა. გუშინ საღამოს დაეწყო ტემპერატურის მატება, რის შემდეგაც მან გამოიჩინა მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და საკუთარი სურვილით მიმართა ინფექციურ საავადმყოფოს. ჩატარებულმა ლაბორატორიულმა კვლევებმა კორონავირუსი არ გამოავლინა.

სასტუმრო "რუმსი" იაზრებს პასუხისმგელობას საკუთარი სტუმრების თუ თანამშრომლების წინაშე და ზედმიწევნით მიჰყვება როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ასევე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინსტრუქციებს", - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, ამდრომდე საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 15 შემთხვევაა დაფიქსირებული.