მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Rooms Kokhta-ს დამსვენებლები ტოვებენ - ვალერი ჩეხერია ჯავშნების კვლავ გაუქმებას არ გამორიცხავს

5e12d5035adf3
ვიქტორია მღებრიშვილი
06.01.20 10:57
3409
„ათამდე ჯავშანი უკვე გაუქმდა და კიდევ უფრო მეტი ჯავშნების გაუქმებას ვვარაუდობთ, თუ სიტუაცია დროულად არ გამოსწორდა“, - ამის შესახებ BM.GE-ის "აჭარა ჯგუფის" აღმასრულებელმა დირექტორმა ვალერი ჩეხერიამ განუცხადა.

როგორც ჩეხერია ამბობს, სასტუმრო Rooms Kokhta-ს სტუმრები რეკავენ და იმ შემთხვევაში თუ წყალი არ გვექნება, ჯავშნების გაუქმებას ითხოვენ.

„ჩვენც შეგვექმნა პრობლემები წყლის მოწოდებასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც სტუმრები ტოვებენ სასტუმროს და აუქმებენ ჯავშნებს. ათამდე ჯავშანი უკვე გაუქმდა და კიდევ უფრო მეტი ჯავშნების გაუქმებას ვვარაუდობთ, თუ სიტუაცია დროულად არ გამოსწორდა. ჩვენი მომავალი სტუმრები გვირეკავენ და გვეუბნებიან, რომ თუ წყლის მოწოდების პრობლემა სასწრაფოდ არ გადაწყდა, ისინი ჩვენთან ვერ ჩამოვლენ. ვწუხვართ, რომ სტუმრებს ასეთი დისკომფორტი შეექმნათ“, - ამბობს „აჭარა ჯგუფის“ აღმსარულებელი დირექტორი.

მისი თქმით, თუ წყლის მიწოდება სამთო კურორტზე არ აღდგება, ეს არამხოლოდ ბაკურიანში, მათ სასტუმროზე, არამედ მთლიანად კურორტის რეპუტაციაზე ცუდად აისახება.

"ვცდილობთ, რომ შევიძინოთ დიდი რაოდენობით წყალი და გვქონდეს დამატებითი რეზერვები, თუმცა უკვე მეორე დღეა წყალი აღარ მოგვეწოდება და უფრო გვირთულდება ამ სიტუაციასთან გამკლავება. ეს ყველაფერი არა მხოლოდ ჩვენს ახალ გახსნილ სასტუმროს, არამედ მთლიანად კურორტის რეპუტაციაზე უარყოფითად აისახება“, – ამბობს ვალერი ჩეხერია.

BM.GE-ის კითხვაზე, მიიღეს თუ გაფრთხილება გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან წყლის შეზღუდვასთან დაკავშირებით, ვალერი ჩეხერია ამბობს, რომ წყლის შეზღუდვასთან დაკავშირებით შეტყობინება არ მიუღიათ.

ცნობისთვის:გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ გუშინ საღამოს გავრცელებული ბოლო განცხადების თანახმად, გუდაურში "რედკოს დასახლებას" წყალმომარაგება აღუდგა, ბაკურიანში კი წყლის მიწოდებისთვის სამუშაოები გრძელდება.