მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

157 სამაცივრე მეურნეობიდან უმრავლესობა შიდა ქართლშია - საქსტატი

6194c1eb4fa55
ინგა მურუსიძე
17.11.21 20:30
1274
საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის III კვარტალში საქართველოში 157 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც (57.3%) შიდა ქართლის რეგიონშია განთავსებული.

ამასთან, მოქმედი სამაცივრე მეურნეობები ასევე განთავსებულია კახეთის რეგიონში (14.6%), თბილისში (8.3%), ქვემო ქართლის რეგიონში (5.7%), აჭარაში (5.1%), სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში (3.8%) იმერეთის რეგიონში (2.5%), მცხეთა-მთიანეთის რეგიონში (1.3%) და გურიის რეგიონში (1.3%).

საქსტატის ცნობით, 2021 წლის III კვარტალში მომსახურება 364 მომხმარებელს გაეწია, ხოლო მეურნეობებში დასაქმებულია 1 404 ადამიანი.

2021 წლის III კვარტალის განმავლობაში მაცივრებში შენახული (განთავსებული) იყო 62.2 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 51.2% ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 30.5% ხილი და ბოსტნეული, 9.6% ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით), 5.3% თევზეული, ხოლო დანარჩენ პროდუქციას უმნიშვნელო წილი ჰქონდა, შენახული პროდუქციის მთლიანი მოცულობიდან 11.9%-ს საკუთარი წარმოების პროდუქცია, 12.4%-ს შემდგომი რეალიზაციის მიზნით შესყიდული პროდუქციის მოცულობა, ხოლო 75.7%-ს მომსახურების სახით შენახული პროდუქციის მოცულობა შეადგენდა.
ამავე პერიოდში, მომსახურების სახით მიღებულმა შემოსავალმა 6.5 მლნ. ლარი შეადგინა.

„III კვარტალში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 62.9 მლნ. ლარის ღირებულების (12.1 ათასი ტონა) პროდუქცია, საიდანაც, ღირებულებით გამოსახულებაში, იმპორტირებულმა პროდუქციამ 31.8% შეადგინა, საკუთარი წარმოების პროდუქციამ - 40%, ხოლო შესყიდულმა (ადგილობრივი) პროდუქციამ - 28.2%.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში, სამაცივრეების მიერ გაყიდული საკუთარი წარმოების პროდუქციის მთლიანი მოცულობის 84.8% ქათმის ხორცზე მოდიოდა. იმპორტირებული პროდუქციის მნიშვნელოვან მოცულობას ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით) (42.8%), თევზეული (25.1%), პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით) (23%) წარმოადგენდა.

საანგარიშო პერიოდში, სამაცივრე მეურნეობების მიერ საზღვარგარეთის ქვეყნებში გაყიდული პროდუქციის ღირებულებამ 5.5 მლნ. ლარი შეადგინა, რაც ამავე პერიოდში გაყიდული პროდუქციის მთლიანი ღირებულების 8.7%-ს შეადგენს. ძირითადად რეალიზებულია თევზეული, ქათმის ხორცი, ხილი და ბოსტნეული“, - ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში.