მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როსავიაცია ლონდონს სარკისებრი ზომებით ემუქრება

621875c9e1264
ვიქტორია მღებრიშვილი
25.02.22 10:33
1499
რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტო ბრიტანეთის ავიაძალებს მიმართავს, რომ ქვეყანა ვალდებულია, საჰაერო შეტყობინებების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება დაიცვას. გარდა ამისა, სააგენტოს ხელმძღვანელობა ბრიტანეთის მიერ რუსულ ავიაკომპანია „აეროფლოტის“ ფრენებზე დაწესებული აკრძალვის შემდეგ საპასუხო ქმედებების განხორციელებას გეგმავს.

„რუსული მხარე მთავრობათაშორისი შეთანხმების დებულებების შესაბამისად, პარიტეტის პრინციპის დაცვის მიზნით, უფლებას იტოვებს გამოიყენოს სარკისებური ზომები და უზრუნველყოს თანაბარი უფლებები დანიშნული ავიაკომპანიებისთვის“, - ნათქვამია როსავიაციის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა სხვა სანქციებთან ერთად „აეროფლოტის“ ოპერირების აკრძალვის შესახებ განაცხადა.

როსავიაციის მონაცემებით, ბრიტანული ავიაკომპანიები პარასკევს, რუსეთის საჰაერო სივრცეში 70 სატრანზიტო რეისის და ლონდონი-მოსკოვის 2 ფრენის შესრულებას გეგმავენ.