მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გაძვირდა ბილეთები? - ავიაკომპანიის პასუხი

629ca986d5424
მარიამ ადამია
05.06.22 23:20
14092
„დღეს სამყაროში ძალიან ბევრი რამ ხდება, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს WizzAir-ის ბიუჯეტური ბილეთის ღირებულებაზე”, - ასე უპასუხა ავიაკომპანია WizzAir-ის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა BMG-ის კითხვას - რატომ გაძვირდა WizzAir-ის ბილეთები.

ჟაჟა ტრუბეკის განმარტებით, ავიაკომპანიის პოლიტიკა, რომ მომხმარებელს ავიაბილეთები მაქსიმალურად ხელმისაწვდომ ფასად შესთავაზოს და რაც შეიძლება მეტ ადამიანს მიეცეს ბიუჯეტურად მოგზაურობის საშუალება, არ შეცვლილა, მაგრამ ბილეთის ღირებულებაზე ყველაფერს აქვს გავლენა - საავიაციო საწვავის ფასებიდან დაწყებული, რუსეთ-უკრაინის ომით დასრულებული.

“ჩვენი დიდი სურვილია, რომ ისევ ბიუჯეტური ფასებით გავაგრძელოთ ოპერირება, რის გამოც ყოველწლიურად იზრდება ჩვენი მომხმარებლის რაოდენობა, თუმცა ამის საშუალებას არ გვაძლევს გარემო ფაქტორები. იმედი გვაქვს, შევძლებთ ფასების დაჭერას, თუმცა ვერანაირ გარანტიას ვერ მოგცემთ, რადგან თუკი საწვავის ღირებულება კიდევ გაიზრდება, მოგვიწევს ბილეთების ფასების ზრდა - სხვანაირად ოპერირება შეუძლებელი ხდება. ასეთია ჩვენი ბიზნეს-მოდელი.

საფასო პოლიტიკა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საწვავის მაჩვენებლებზე, თუმცა ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ღირებულება შევინარჩუნოთ ბოლო წუთამდე, სანამ ამის საშუალება გვაქვს,” – აღნიშნა WizzAir-ის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა ჟაჟა ტრუბეკმა.