მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"როსნეფტი": 2040 წლისთვის აზიაში ნავთობზე მოთხოვნა 20%-ით გაიზრდება

5db198048cd1a
მიხეილ ხაჩიძე
24.10.19 21:35
1246

2040 წლისთვის აზიაში ნავთობზე  მოთხოვნა 20%-ით ანუ 300 მილიონი ტონით გაიზრდება, - განცხადება აღნიშნულის შესახებ "როსნეფტის" ხელმძღვანელმა  გააკეთა. იგორ სეჩინის თქმით, ზრდის ნახევარზე მეტი (159 მილიონი ტონა) ინდოეთზე წავა. 


”ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს გრძელვადიან სცენარში ინდოეთის წილი, პირველადი ენერგიის გლობალურ მოხმარებაში მუდმივად იზრდება და 2040 წლისთვის 10%-11% -ს მიაღწევს” - აღნიშნა მან.

 

სეჩინმა ნავთობის მთავარ მომხმარებლებად აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნები დაასახელა და აღნიშნა, რომ ინდოეთის გარდა, მოთხოვნის ზრდა ჩინეთში, ინდონეზიასა და ვიეტნამშია მოსალოდნელი.

 

აღსანიშნავია, რომ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი ენერგორესურსების უდიდესი მომხმარებელია. მხოლოდ ბოლო ათი წლის განმავლობაში ნავთობის მოხმარება მეოთხედით - ერთნახევარ მილიარდ ტონამდეა გაზრდილი.