მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რთული კვირის შემდეგ კრიპტოვალუტა ძალებს იკრებს

60abaa360f2d5
ნათია თაქთაქიშვილი
24.05.21 23:00
991
გასული რთული კვირის შემდეგ, კრიპტოვალუტა ძალებს იკრებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტა ბიტკოინის ღირებულებამ ბოლო ვაჭრობის შედეგად 38,000 აშშ დოლარი შეადგინა.

გამოცემა წერს, რომ ბოლო 24 საათში კრიპტოვალუტის ფასმა 6.5%-ით მოიმატა. 23 მაისის მონაცემებით, ბიტკოინის ფასი დაახლოებით 32,000 აშშ დოლარს შეადგენდა. აღნიშნული ცვლილების შედეგად, პოპულარული კრიპტოვალუტის საბაზრო ღირებულება 703 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა.

CNBC-ი CoinDesk-ის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ ბიტკოინთან ერთად გაიზარდა სხვა კრიპტოვალუტების ღირებულებაც.

მეორე ყველაზე პოპულარული კრიტპოვალუტის Ether-ის ფასმა ბოლო 24 საათში 10.6%-ით მოიმატა და მისმა ღირებულებამ 2,362 აშშ დოლარი შეადგინა, ნაცვლად 1,800 აშშ დოლარისა. კრიპტოვალუტის საბაზრო კაპიტალიზაციამ 272 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება Dogecoin-ს ბოლო 24 საათში, აღნიშნული კრიპტოვალუტის ღირებულებაც გაიზარდა და 33 ცენტი შეადგინა 24 ცენტის ნაცვლად.

შეგახსენებთ, გასული კვირა კრიპტოვალუტისთვის რთული აღმოჩნდა, რადგან ჩინეთის მთავრობამ კრიპტოვალუტით ტრანზაქციებზე გარკვეული აკრძალვები დააწესა. მათი თქმით, კრიპტოვალუტა ფულის გასათეთრებლად გამოიყენება.