ბოლო დღეების განმავლობაში საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის ფასი კლების ტენდენციით ხასიათდება. ამასთან ეროვნული ვალუტის კურსიც გამყარებას განაგრძობს. ნავთობიმპორტიორთან განმარტებით კი ქვეყანაში საწვავის ფასის წარმოქმნაზე სწორედ ეს ორი ძირითადი ფაქტორი მოქმედებს. აქედან გამომდინარე BM.GE დაინტერესდა როგორ შეიძლება აისახოს ნავთობის ფასის ცვლილება, ქვეყნის შიგნით საწვავის საცალო ფასზე და როდიდან იგრძნობს ამას მომხმარებელი - ამ კითხვებით ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა და რეალიზატორთა ასოციაციის ხელმძღვანელს გიორგი კოტრიკაძეს მივმართეთ. დარგის წარმომადგენელი განმარტავს, რომ საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის ფასის კლების მიუხედავად, რთული იმის თქმა, როდის შეიძლება ქვეყანაში საწვავის ფასი შემცირდეს.
„ბოლო დღეების განმავლობაში საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის ფასი კლების ტენდენციით ხასიათდება. საქართველოს შემთხვევაში მდგომარეობა განსხვავებულია, რადგან დიზელის საკითხიდან გამომდინარე სერიოზული სეგმენტია ამოვარდნილი. დიზელით ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორი აზერბაიჯანია, რომლის წილი ბაზარზე დაახლოებით 40-45%-ია, მაგრამ 2 თვეზე მეტია აზერბაიჯანიდან დიზელის მოწოდება არ ხდება, რადგან ადგილზე საწარმოს გადაიარაღება ხორციელდება. ეს კი დიზელის ფასზე აისახება.
რუსეთიდანაც იყო გარკვეული შეფერხებები და ეს ფაქტორები საწვავზე მაღალ ფასს განაპირობებს. უკრაინაში განვითარებული მოვლენები არამხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაში საწვავის ფასზეც მოქმედებს.
ჩემი ინფომრაციით, იმპორტიორები სხვა ბაზრებს უფრო იაფიანი საწვავის შემოტანის მიზნით ეძებენ. თუმცა დივერსიფიცირება მარტივი საკითხი არ არის, რადგან ხელშეკრულებები და კონტრაქტებია დადებული და გადაწყობას გარკვეული დრო სჭირდება.
ამასთან, ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა, ეს კი საწვავის ფასზე დიდ გავლენას ახდენს. აქედან გამომდინარე რამდენ ხანში და როგორ აისახება საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის ფასის შემცირება რთული სათქმელია“, - ამბობს გიორგი კოტრიკაძე.
მისი თქმით, იმპორტიორები საწვავის ფასის შემცირებაში დაინტერესებულები არიან, თუმცა ამისთვის ბაზრების დივერსიფიცირება უნდა მოხდეს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი