მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რთულია იმ ქონების გაყიდვა, რომელსაც წლები აგროვებდი” - „დაისი“ გაკოტრების პირასაა

5fd87c052ef66
ანუკა ჯოხაძე
15.12.20 14:10
2480
"დაისი“ ერთ-ერთია იმ კლუბებს შორის, რომელიც პანდემიამ იჯარით აღებული ფართის გარეშე დატოვა. როგორც კლუბის დამფუძნებელი რატი ყულოშვილი ამბობს, ისინი მეიჯარეს ქირას ვეღარ უხდიდნენ და, შესაბამისად, სივრცის დაცლა მოუწიათ. ყიდიან აპარატურასაც, რომელსაც წლების განმავლობაში კლუბის დამფუძნებლები განვითარების პარალელურად იძენდნენ. რატი ყულოშვილი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ სექტორს მუშაობის შესაძლებლობა ექნება, ის სტუმრების მიღებას მაინც ვეღარ შეძლებს, რადგან “დახმარება დაგვიანებულია“.

“თუ პირველ ეტაპზე ვსაუბრობდით იმაზე, როგორ უნდა დავბრუნებულიყავით ამ ინდუსტრიაში, 10 თვის შემდეგ მიწევს ლაპარაკი იმაზე თუ როგორ შეიძლება გავცოცხლდე თავიდან. კლუბ „დაისს” დღეს უკვე სივრცეც აღარ აქვს და თუ არ გაქვს ლოკაცია, შენ უკვე აღარაფერი გჭირდება. შესაბამისად, დახურვიდან 10 თვის შემდეგ შემიძლია ვთქვა, რომ ფაქტობრივად, გაკოტრების პირას ვართ. შესაბამისად, მთავრობა ინდუსტრიის მოთხოვნებს შეასრულებს თუ - არა, ამას ჩემთვის უკვე მნიშვნელობა არ აქვს... ერთადერთ დათმობაზე, რაზეც წამოვიდნენ, იყო აგვისტო. მართლა ხელი შეგვიწყვეს, შეგვეძლო ღონისძიებების ჩატარება ღია სივრცეში, თუმცა სულ რაღაც 1 თვე გაგრძელდა ეს ყველაფერი და სექტემბრიდან იგივე შეზღუდვები დაწესდა, რაც აგვისტომდე იყო“, - ამბობს კლუბ „დაისის“ დამფუძნებელი რატი ყულოშვილი.

ცნობისთვის: ღამის კლუბებმა გუშინ საქართველოს მთავრობას მიმართეს. როგორც კლუბ „ბასიანის“ დამფუძნებელმა ნაჯა ორაშვილმა თანამოაზრეებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ისინი მთავრობას ულტიმატუმს უყენებენ და პასუხს უახლოეს მომავალში ელიან. მისივე ინფორმაციით, უკვე ერთი თვეა, ინდუსტრიამ გეგმა, თუ როგორ წარმოუდგენიათ სექტორის მხარდაჭერა, თბილისის მერიას და მთავრობას გადაუგზავნა, მაგრამ რეაგირება არ მოჰყოლია, ამიტომ გადაწყვიტეს, ღიად ესაუბრათ. მათ მიმართვას გუშინვე გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა, რომელმაც სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრის მზაობა გამოთქვა.