დღეს, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში „განახლებადი ენერგიის განვითარების პრობლემებთან დაკავშირებით“ ჩატარებული თემატური მოკვლევის ზეპირი მოსმენა გაიმართა, რომელზეც სხვადასხვა პროფილური უწყება მინისტრების მოადგილეების დონეზე იყვნენ წარმოდგენილები. აღსანიშნია, რომ კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც დავით სონღულაშვილი ხელმძღვანელობდა, დეპუტატების სიმწირე იყო; არადა თემატური მოკვლევის მიზანი საქართველოში განახლებადი ენერგიის განვითარებასთან დაკავშირებული ვითარების, არსებული გამოწვევების/პრობლემების შესწავლა, გამოვლენა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებაა. მოკვლევის დასკვნის მიღება 2021 წლის ბოლომდე იგეგმება.
მოსახლეობის პროტესტი და არასაკმარისი ინფორმირებულობა, გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტთან დაკავშირებული კითხვები და არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებები - ასე ჩამოაყალიბა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა ის მთავარი გამოწვევები, რაც მისი შეფასებით, განახლებადი ენერგიების ახალი ობიექტების, მათ შორის ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას ხელს უშლის.
მინისტრის მოადგილე მიიჩნევს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების მეტი მოქნილობით და ინვესტორი კომპანიების მეტი ჩართულობით და ერთობლივი ძალისხმევით, გამოწვევები დაძლევადია.
„რისკებს შორის უმთავრესია მოსახლეობის პროტესტი და ამ მიზეზით, სამშენებლო კომპანიების გაჩერება. რასაც არ უნდა ეხებოდეს <პროტესტი>, ძალიან რთულია მოსახლეობასთან კომუნიკაცია თუ ყველა ინსტიტუცია არ ჩაერთო; არა მარტო სამინისტრო, არამედ ადგილობრივი თვითმმართველობაც, სხვა შემთხვევაში ამის ქვედა დონეზე დაყვანა ძალიან გაგვიჭირდება. შედეგებმა აჩვენა, რომ ერთ-ერთი ნაკლი არის ინფორმაციის ნაკლებობა მოსახლეობაში და აქედან გამომდინარე წამოსული წინააღმდეგობები.
ასევე, პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დროს ხშირად ისმის სხვადასხვა შეფასება არა მხოლოდ მოსახლეობის მხრიდან, არამედ არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც ხშირად არ აქვთ, რბილად რომ ვთქვათ, სახელმწიფო ინტერესი და მათ ინტერესებში არ შედის ამა თუ იმ პროექტის განხორციელება...
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება