მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რთულია პროგნოზების გაკეთება“ – Gino Paradise-ის მოლოდინები

5f3e8b874de6b
ვიქტორია მღებრიშვილი
21.08.20 09:15
1216
მიმდინარე წელს შემოსავლების ზრდა გართობისა და გაჯანსაღების ბიზნესში, ვფიქრობ რომ ფუფუნებაა, - აცხადებს BM.GE-სთან საუბრისას “ჯინო ფერედაისის“ აღმასრულებელი დირექტორი რუსუდან ჯიქია.

როგორ დაასრულებს გასართობ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი 2020 წელს, კომპანიაში პროგნოზის გაკეთება უჭირთ:
„კვლევების თანახმად გართობისა და გაჯანსაღების სექტორში 52%-იანი კლებაა მოსალოდნელი შემოსავლების კუთხით. ამასთან პროგნოზების კუთხითაც რთულია  გაცხადება, რადგან ყველა ინფორმაცია ეპიდემიოლოგიური მგომარეობისა და ახალი ინფიცირების შემთხვევების შესახებ გავლენას ახდენს მომხმარებელთა ქცევაზე და შესაბამისად ჩვენს ბიზნესზე, ამიტომ იმის თქმა როგორ დავასრულებთ წელს და გვექნება თუ არა ზრდა შემოსავლების ნაწილში ძალიან რთულია“, - აცხადებს „ჯინო ფერედაისის“ აღმასრულებელი დირექტორი.

მიუხედავად ამისა რუსუდან ჯიქია მიიჩნევს რომ ტურისტულად დაბალ სეზონზე შემოდგომასა და ზამთარში მომხმარებელთა მხრიდან ინტერესი მათი კომპლექსის მიმართ არ შემცირდება.

„მაღალი სეზონიდან დაბალ სეზონზე გადასვლისას ვფიქრობთ, რომ ჩვენზე მოთხოვნა არათუ შემცირდება, არამედ გაიზრდება. რადგან ჩვენ ვართ სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი და ახლა ყველას სჭირდება ორგანიზმის გაჯანსაღება, დეტოქს პროცედურები. ანუ ჯანმრთელობაზე თუ გვინდა რომ ვიზრუნოთ, რაც ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაში უფრო მნიშნელოვანია, ჩვენ სწორედ ის ბიზნესი ვართ, რომელიც მომხმარებელს ამის შესაძლებლობას მისცემს.

ჩვენ გვაქვს ცურვის აკადემია როგორც მოზრდილებისთვის, ასევე ბავშვებისთვის, ასევე გვაქვს ჰიდრო მასაჟორები, სპა და ველნესი, იმისთვის რომ მოხდეს ორგანიზმის დეტოქსიკაცია და გამოჯანსაღება. ამ ყველაფერზე მოთხოვნა გასულ წელსაც საკმაოდ მაღალი იყო და წელსაც ველნეს და სპას მიმართულებით მომხმარებელს აუცილებლად შევთავაზებთ.

ამასთან, ვეცდებით რომ ეს ყველაფერი ისე გავაკეთოთ რომ ფასი ჩვენი მომხმარებლისთვის იყოს ხელმისაწვდომი და თან მომსახურების ის ნაწილი რაშიც ძლიერები ვართ შევინარჩუნოთ“, - აღნიშნა რუსუდან ჯიქიამ.