მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რთველის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა - რა მოცულობის სუბსიდიით დაფინანსდებიან ღვინის კომპანიები

5f3fad871f6ae
შოთა ტყეშელაშვილი
21.08.20 15:05
1269
დღეს თელავში რთველი 2020-ის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ რთველის საორგანიზაციო და ტექნიკურ საკითხებზე ისაუბრა. მთავრობის გადაწყვეტილებით, სუბსიდიას მიიღებს მხოლოდ ის ღვინის კომპანია, რომელიც 2020 წლის რთველის განმავლობაში შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 1000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს. ამასთან, შესყიდული 1 კგ ყურძნის სანაცვლოდ ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის არანაკლებ 0,80 ლარს.

ივლისში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ დააკმაყოფილა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მართვის ქვეშ არსებული კომპანია "აკურას" განაცხადი 50 მილიონი ლარის გამარტივებულ შესყიდვასთან დაკავშირებით. სახელმწიფო ამ სუბსიდიით დააფინანსებს ღვინის ქარხნებს, რომლებიც წელს ყურძენს ჩაიბარებენ. ყურძენს კი მთავრობის მიერ დაკონტრაქტებული ღვინის ქარხნები გადააქცევენ ღვინო-მასალად ან სპირტად. დაკონტრაქტების პროცესს მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული სს "აკურა" წარმართავს. 

2020 წლის რთველში 300,000 ტონამდე მოსავალს პროგნოზირებენ.