მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუას აბანოები - იმერეთის რწმუნებული ახალი ტურისტული ლოკაციის შექმნას აანონსებს

5f0cbea1f2b9b
BM.GE
14.07.20 00:04
2045
ქუთაისის მერიის მიერ მდინარე რუას და უძველესი აბანოების ტერიტორია მოწესრიგდება და ტურისტების მისაღებად მომზადდება. აღნიშნული ტურისტული მიმართულების განვითარებაში ჩართული იქნება DMO Imereti, – ამის შესახებ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე "ფეისბუქზე" წერს.

"რუას აბანოების შესახებ სოციალური ქსელიდან გახდა ჩემთვის ცნობილი, რის შემდეგაც მკვლევარებთან და DMO Imereti-ის ხელმძღვანელობასთან ერთად აღნიშნული ადგილის შესწავლის გადაწყვეტილება მივიღე. ეს არის უძველესი სამკურნალო აბანო, რომლის გამოყენებაც მოწესრიგების შემდეგ, სამკურნალო ტურიზმის მიმართულებითაც იქნება შესაძლებელი", – წერს შალამბერიძე.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ასევე მიმდინარეობს ქუთაისის შემოგარენში სხვადასხვა ისტორიული ლოკაციების მოძიება სპეციალისტებთან ერთად.