მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუბლი გაუფასურდა, ცენტრალურმა ბანკმა მთავრობისთვის ვალუტის შეძენის პროცესი შეაჩერა

61eeb62dac665
შოთა ტყეშელაშვილი
24.01.22 18:28
7188
დღეს რუსული რუბლი გაუფასურდა. ერთი დოლარის ღირებულებამ 78.95 რუბლს მიაღწია, რაც ერთ დღეში 1.6%-იან გაუფასურებას წარმოადგენს. ბოლო ერთ თვეში დოლარის საფასური 73 რუბლიდან თითქმის 79 რუბლამდე გაიზარდა, შედეგად რუბლის კურსმა 2020 წლის ნოემბრის შემდგომ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია.

დღესვე რუბლის გაუფასურების გამო, ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა ხაზინის საჭიროებებისთვის სავალუტო ბაზარზე დოლარის ყიდვის პროცესი დროებით შეაჩერა, რათა ამით კურსზე დამატებითი ზეწოლა არ მოეხდინა. საუბარია ნავთობის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლის კონვერტაციაზე.

რუბლის გაუფასურება საერთაშორისო სანქციების მოლოდინებს უკავშირდება, რადგანაც იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთის ფედერაცია უკრაინაში საომარ მოქმედებებს დაიწყებს, აშშ და ევროკავშირი მას დამატებით ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებენ.

რუსეთიდან "მზარდი საფრთხის" გამო ორშაბათს ბრიტანეთმა უკრაინაში საელჩოს თანაშრომლების გაწვევა დაიწყო. BBC-იმ წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ კივში მომუშავე პერსონალის ნახევარი უკვე სამშობლოშია დაბრუნებული. კიევიდან დიპლომატებისა და მათი ოჯახისწევრები გამოყვანა დაწყებული აქვს ავსტრალიასაც. მანამდე ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო ამერიკის შეერთებულმა შეტატებმაც. ნატოს მიერ გავრცელებული განცხადებით, ალიანსის წევრ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში სამხედრო ქვედანაყოფები ძლიერდება და მათი მხრიდან მობილიზება განმარტებულია, როგორც "შეკავება და დაცვა" უკრაინის საზღვართან რუსული შეიარაღებული ძალების რაოდენობის მატების გათვალისწინებით.

"ცხადია, რომ ინვესტორების თავშეკავებულობა დღეს ისევე როგორც გასული კვირების განმავლობაში ესკალაციის რისკებთან არის დაკავშირებული"- ამბობს Renaissance Capital-ის ეკონომისტი სოფია დონეცი. დაძაბულობის გეოგრაფია იზრდება და ვიდრე ინვესტორების კონცენტრირებული გადინება იქნება რუბლი პოზიციებს დაკარგავს და მოსალოდნელია ვოლატილობა"- განაცხადა მან Forbes თან საუბარში.

ნეგატიური ახალი ამბები ინვესტორებს უქმნის ფონს რომ მათ რისკები ვალუტაზე ასახონ და შედეგად რუბლის დაუფასებლობა იზრდება, - ამასთან დაკავშირებით დიმიტრი ბაბინი BCS World of Investments-ის საფონდო ბირჟის ექსპერტი წერს. მისივე ატვლებით, ორშაბათს Brent-ის ფასმა რუბლებში პირველად გადააჭარბა 7000 რუბლს რაც ერთი წლის წინ 6000 რუბლის ფარგლებში იყო. Brent-ის ამჟამინდელი ფასის 88 დოლარის პირობებში, 6000 რუბლს რომ მიაღწიოს, დოლარი დაახლოვებით 68 რუბლი უნდა ღირდეს.