09.დეკემბერი .2022 21:44

რუმინეთი სავაჭრო პარტნიორების ათეულშია - რას ვყიდით/ვყიდულობთ TOP-პარტნიორთან?

რუმინეთი სავაჭრო პარტნიორების ათეულშია - რას ვყიდით/ვყიდულობთ TOP-პარტნიორთან?
views 756
უკან

მიმდინარე წლის 10 თვეში საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის 1.8%-იანი წილით რუმინეთმა მეათე ადგილი დაიკავა. უნდა აღინიშნოს, რომ რუმინეთი სავაჭრო პარტნიორების ათეულში 10 თვის მონაცემების მიხედვით ბოლოს 2019 წელს იყო. პანდემიურ წლებში კი ეს პოზიციები დათმო.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, წელს რუმინეთთან სავაჭრო ბრუნვამ 270.2 მლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის 10 თვესთან შედარებით 84.1%-ით აღემატება.

რუმინეთთან სავაჭრო ბრუნვაში იმპორტი ექსპორტს მნიშვნელოვნად აღემატებოდა და ჯამური ბრუნვის 91.7%-ს შეადგენდა. შესაბამისად, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში სხვადასხვა საქონლის შესაძენად საქართველოდან რუმინეთში 247.8 მლნ დოლარი გავიდა. მთავარი საიმპორტო პროდუქტი კი ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო, რამაც იმპორტის 88.7% შეადგინა.

TOP-10 საიმპორტო საქონლის რეიტინგი:

1. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 220 მლნ დოლარი;
2. მსუბუქი ავტომობილები - 4.1 მლნ დოლარი;
3. სამრეწველო დამზადების სხვა თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები - 3.9 მლნ დოლარი;
4. რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები - 3.3 მლნ დოლარი;
5. ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან - 2.1 მლნ დოლარი;
6. ფილები მერქან-ბურბუშელისა - 1.8 მლნ დოლარი;
7. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 1.3 მლნ დოლარი;
8. კოპტონი და სხვა მყარი ნარჩენები - 1.1 მლნ დოლარი;
9. ტრაქტორები და უნაგირა საწევარები - 1 მლნ დოლარი;
10. პური, ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი, შაქარლამა, ნამცხვარი - 782 ათასი დოლარი.

სტატისტიკიდან ჩანს, რომ რუმინეთთან სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტს მცირე წილი უკავია და წელს ამ მიმართულებით საქონლის რეალიზებით ქვეყანამ 22.4 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის ექსპორტს 20%-ით აღემატება. საექსპორტო საქმიანობის 73.5%-იან წილს აზოტოვანი და მინერალური სასუქები იკავებს.

TOP-10 საექსპორტო საქონლის რეიტინგი:

1. სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - 16.4 მლნ დოლარი;
2. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 3.2 მლნ დოლარი;
3. მსუბუქი ავტომობილები - 1.3 მლნ დოლარი;
4. ბოსტნეული სხვა, ახალი ან შეყინული - 291 ათასი დოლარი;
5. ცოცხები და ჯაგრისები - 215 ათასი დოლარი;
6. ვულკანიზებული რეზინის ნაწარმი - 126 ათასი დოლარი;
7. საქონელი ატრაქციონებისათვის - 101 ათასი დოლარი;
8. ტრაქტორების, მსუბუქი, სატვირთო და სპეცავტომობილების ნაწილები - 56 ათასი დოლარი;
9. ნაწარმი სხვა შავი ლითონებისაგან - 55 ათასი დოლარი;
10. ყურძნის ნატურალური ღვინოები - 45 ათასი დოლარი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა