მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუმინეთის ჯანდაცვის მინისტრი ნიღბის არტარების გამო 357 დოლარით დააჯარიმეს

60684aae107b6
BM.GE
03.04.21 14:57
967
რუმინეთის ჯანდაცვის მინისტრი ვლად ვოიკულესკი 357 აშშ დოლარით დააჯარიმეს მაშინ, როდესაც ის პარლამენტის შენობაში სამედიცინო ნიღბის გარეშე გადაადგილდებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ პოლიციაზე დაყრდნობით Digi24 ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ 29 მარტს ჟურნალისტებმა მინისტრს ფოტოსურათი გადაუღეს, როდესაც მან საპარლამენტო ფოიეში სხვა პირთან საუბრის დროს სამედიცინო ნიღაბი მოხსნა. მინისტრმა განმარტა, რომ მან ნიღაბი წყლის დალევის მიზნით მოიხსნა იმ დროს, როცა მის გარშემო არავინ იმყოფებოდა, თუმცა მოგვიანებით, რუმინეთის ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა დანაშაული აღიარა.