მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუმინეთმა Google 2,000 ევროთი დააჯარიმა

5ef2fe4ed7f75
ნათია თაქთაქიშვილი
24.06.20 14:40
1105
რუმინეთში კომპანია Google 2,000 ევროთი დააჯარიმეს იმის გამო, რომ ინტერნეტმომხმარებელმა ქვეყანაში მშენებარე უდიდესი მართლმადიდებლური ტაძარი Google Map-ზე შეურაცხმყოფელი სახელით მონიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ EuroNews ავრცელებს.

კომპანიის დაჯარიმების გადაწყვეტილება რუმინეთის ეროვნულმა ანტიდისკრიმინაციულმა საბჭომ მიიღო.

როგორც გამოცემა წერს, ერთ-ერთმა ინტერნეტმომხმარებელმა "გუგლის" რუკაზე საკათედრო ტაძარი მონიშნა სახელწოდებით "რუმინელი ერის გასულელების ტაძარი". იმის მიუხედავად, რომ რუკაზე სახელწოდება რამდენიმე საათში ჩასწორდა, ფოტოები სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

ბუქარესტის ყველაზე დიდი საკათედრო ტაძარი 2018 წელს გაიხსნა, თუმცა მისი მშენებლობის დასრულება 2024 წელს არის დაგეგმილი. პროექტი რუმინეთში სადავოა, რადგან კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს სახელმწიფო თანხების ფუჭი ხარჯვაა. ტაძრის მშენებლობა 110 მილიონი ევრო ჯდება. მშენებლობის დასრულების შემდეგ ის მსოფლიოში ყველაზე დიდი მართლმადიდებლური ტაძარი იქნება.

რუმინეთის ეროვნულმა ანტიდისკრიმინაციულმა საბჭომ მიიჩნია, რომ Google-ის წარმომადგენლობამ რუმინეთში არ მიიღო სათანადოდ სწრაფი ზომები და დროულად არ აცნობა მომხდარი ტექნოლოგიური კომპანიის ცენტრალურ ოფისს ევროპაში, რომელიც ირლანდიაში მდებარეობს.