მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუმინეთში 9 ნოემბრიდან კომენდანტის საათი დაწესდება

5fa53fd5ed976
ნათია თაქთაქიშვილი
06.11.20 16:24
1087
რუმინეთში 9 ნოემბრიდან კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, კომენდანტის საათი დაწესდება. სკოლები 30 დღით დაიხურება და სწავლა დისტანციურად გაგრძელდება.

რუმინეთის პრეზიდენტის განცხადებით, ახალი შეზღუდვების დაწესება ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად აუცილებელია.

ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსის რეკორდული – 9 714 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გასულ თვესთან შედარებით ორჯერ მეტი, 1 000 პაციენტია მოთავსებული.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში ვირუსის 276 802 შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის 7 540 პაციენტი გარდაიცვალა.