მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუმინეთში გააკეთეს გზა, რომელიც არსად არ მიდის

5dc314b1104bf
BM.GE
06.11.19 22:55
2276
რუმინეთის ქალაქ პიატრა-ნიამცში მთავრობამ გზა გააკეთა, რომელიც არსად არ მიდის. ადგილობრივები გაოცებულები არიან 200 მეტრის სიგრძის გზის გამო, რომელიც 100 000 ევრო დაჯდა და რომელიც შუა მინდორში მთავრდება, ბოლოში კი ზებრა-გადასასვლელიც არის დახაზული.

ქალაქის მერი აცხადებს, რომ ახალი გზა მიმდებარე ტერიტორიის მოდერნიზაციის გეგმის ფარგლებში გააკეთეს.

აღსანიშნავია, რომ რუმინეთში ცუდი გზებისა და ინფრასტრუქტურის გამო, მოსახლეობა პროტესტს ხშირად გამოთქვამს. მიმდინარე წლის მარტში აქტივისტებმა ბუქარესტში გზებიც კი გადაკეტეს და უკეთესი საგზაო ინფრასტრუქტურა მოითხოვეს.