01.აგვისტო .2020 10:31

რუპერტ მერდოკის ვაჟი News Corp-ის საბჭოდან „სარედაქციო შინაარსთან დაკავშირებული შეუთანხმებლობის გამო“ მიდის

views 375
უკან

მედიამაგნატ რუპერტ მერდოკის ვაჟი ჯეიმს მერდოკი News Corporation-ის საბჭოდან გადადგა და ამის მიზეზად „სარედაქციო შინაარსთან დაკავშირებით შეუთანხმებლობა“ დაასახელა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც მან განაცხადა, არ ეთანხმება ცალკეულ „სტრატეგიულ გადაწყვეტილებას“, რაც კომპანიამ მიიღო. ხოლო რა უთანხმოებებზეა საუბარი, უცნობია.

აღსანიშნავია, რომ ჯეიმს მერდოკმა არაერთხელ გააკრიტიკა News Corporation-ი კლიმატური ცვლილებების და „უოლ სტრიტ ჯორნალის“ შესახებ გაშუქებული მასალების გამო.

ამასთან, ცნობილია, რომ მაშინ, როდესაც უფროსი მერდოკი დონალდ ტრამპის მხარდამჭერია, ჯეიმს მერდოკი ტრამპის მეტოქე ჯო ბაიდენის კამპანიას ასობით ათასი დოლარით დაეხმარა.

შეგახსენებთ, News Corporation-ი მოიცავს ისეთ ამერიკულ გამოცემებს, როგორებიცაა The Times-ი და The Sun-ი, ასევე ბრიტანეთში გამოცემა The Sunday Times-ს და ავსტრალიურ გამოცემებს: The Herald Sun-ს, The Australian-ს და The Daily Telegraph-ს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა