მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსები უცხოური კომპანიების წინაშე არსებულ ვალდებულებებს რუბლში დაფარავენ

6290e4ba71321
გიორგი თოლორდავა
27.05.22 19:55
1001
პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ხელს აწერს სპეციალურ განკარგულებას, რომელიც განსაზღვრავს პროდეცურულ საკითხებს და რუს ინდივიდუალურ მეწარმეებსა და კომპანიებს უფლებას აძლევს - ექსკლუზიური უფლებების მქონე უცხოური კომპანიების წინაშე არსებული ვალდებულებები და გადასახადები რუბლში დაფარონ.

დოკუმენტის თანახმად, „არამეგობრული“ კომპანიების წინაშე არსებული ვალდებულებების დასაფარად სპეციალური საბაკო ანგარიში რუბლში უნდა გაიხსნას, სადაც თანხის შეტანის შემდეგ, მოვალე თავისუფლება ვალდებულებისგან და რუსეთის კანონმდებლობით იღებს ექსკლუზიური უფლებებით სარგებლობის გაგრძელების საშუალებას, მიუხედავად იმისა, კრედიტორს სურს თუ არა თანხის რუბლში მიღება.

„არამეგობრულ“ კომპანიებში, ძირითადად, მოიაზრებიან ის ორგანიზაციები, რომლებმაც რუსეთში საწარმოო პროცესი შეზღუდეს და ქვეყნის ბაზრიდან გასვლა გადაწყვიტეს.

აღნიშნული განკარგულება პირდაპირაა მიმართული დასავლურ ბრენდებზე და მათ ინტელექტუალურ საკუთრებაში არსებულ სავაჭრო ნიშნებსა და პროდუქტებზე.