მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“რუსების მხრიდან საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე მაღალი მოთხოვნა ისევ შენარჩუნებულია” - სააგენტო

62ebcbc400859
ანუკა ჯოხაძე
04.08.22 20:30
873
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მასობრივი შემოდინება ფიქსირდება. პარალელურად, მათი მხრიდან უძრავ ქონებაზე მოთხოვნა გაიზარდა. 5 თვის შემდეგ, როგორც ჩანს, მოთხოვნა რუსეთის მოქალაქეების მხრიდან საქართველოში უძრავი ქონების როგორც შესყიდვაზე ისე დაქირავებაზე შენარჩუნებულია.

როგორც უძრავი ქონების სააგენტო myclient.ge-ის დამფუძნებელი ოთარ კაჭკაჭაშვილი ამბობს, ადრე თუ რუსეთის მოქალაქეების მხრიდან უძრავი ქონების ქირავნობაზე მოთხოვნა ძალიან დაბალი იყო და მას სხვა ეროვნების მოქალაქეებისგან წამოსული მოთხოვნა ბევრად აღემატებოდა, დღეს სიტუაცია შეცვლილია.

მისი თქმით, რუსეთის მოქალაქეები ძირითადად საცხოვრებელი სახლების შეძენითა და დაქირავებით არიან დაინტერესებული. ხოლო ძვირად ღირებული კომერციული ფართების შეძენა და იჯარით აღება მათი მხრიდან მასობრივად არ შეინიშნება.

“ადრე შეიძლება ითქვას, რომ თითქმის არ არსებობდა ასეთი მომხმარებელი. საცხოვრებელ ბინების მსურველი რუსეთის მოქალაქეები თითქმის არ იყვნენ. უფრო მეტი იყვნენ უკრაინის მოქალაქეები, ახლა რუსეთის მოქალაქეების მხრიდან გაზრდილია მოთხოვნა. მაღალი მოთხოვნა ისევ შენარჩუნებულია საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე.

ვფიქრობ, რომ ისინი დისტანციურად მუშაობენ საქართველოდან, რადგან ნაკლებად ინტერესდებიან კომერციული ფართების დაქირავებით. მაღალი ღირებულების კომერციული ფართების დაქირავებით ისინი არ გამოირჩევიან. საცხოვრებელ სახლებზე მათი მხრიდან ისევ მაღალია მოთხოვნა, რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეები კი ისევ მაღალგადახდისუნარიან დამქირავებლებად ითვლებიან”, - აცხადებს myclient.ge-ის დამფუძნებელი ოთარ კაჭკაჭაშვილი.