რუსებმა უკრაინის დედაქალაქში ტელეანძას ჭურვი ესროლეს, რომელიც მეტრო „დოროგოჟიჩის“ რაიონში მდებარეობს. ინფორმაციას UNIAN-ი ავრცელებს.
მათი ცნობით, შეტევის შედეგად ჭურვის დაცემის ადგილზე მტვრის სვეტი აღიმართა.
დაშავებულებისა და გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. გამოცემის ცნობით, ჭურვი სატელეკომუნიკაციო ანძას დაეცა, რის გამოც ტელეკომუნიკაციაში ხარვეზები შეინიშნება. უახლოეს პერიოდში სარეზერვო მაუწყებლობის ჩართვას აანონსებენ.