მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთ-საქართველოს საზღვარზე მრავალსაათიანი საცობებია - RBC

632d530d2eac0
ვიქტორია მღებრიშვილი
23.09.22 10:49
1270
რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, მედიასა და სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებიის მიერ ქვეყნის მასობრივი დატოვების შესახებ. გავრცელებული ფოტო და ვიდეო-მასალების ნაწილი საქართველო-რუსეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზეა გადაღებული, სადაც ჩანს, რომ საქართველოს მიმართულებით რუსების დიდი ნაკადი ცდილობს გადმოსვლას.

აღსანიშნავია, რომ 22 სექტემბერს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. უწყების ცნობით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა/გატანა, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმოსვლა, აგრეთვე სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელება სრული დატვირთვით, 24-საათიან რეჟიმში, შეუფერხებლად მიმდინარეობს.


როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ბოლო 10 დღის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთისას შემოსულ და გასულ პირებს შორის მკვეთრი სხვაობა/მატება არ აღინიშნება.

"ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოუწოდებს მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ მცდარი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან", - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში.

სახელმწიფო უწყების ოფიციალურ ინფორმაციის საპირისპიროდ, რუსული გამოცემა RBC-ს მიერ 22 სექტემბერს მომზადებული მასალა, რომელიც ქვეყნიდან ავტოსატრანსპორტო საშულებების გასვლა/შესვლის სტატისტიკას ეყრდნობა.

რუსული მედიასაშუალება RBC თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ 21 სექტემბერს მძღოლებმა შეფერხების გარეშე შეძლეს საზღვრის გადაკვეთა, თუმცა 22 სექტემბრის დილიდან ზემო ლარსის საბაჟო პუნქტზე დიდი რიგებია ფიქსირდება.

როგორც RBC-ს ავტოგამოცემის რედაქციას ჩრდილო-კავკასიის საბაჟო სამმართველოში განუცხადეს, 22 სექტემბრის 06:00 საათისთვის საქართველოს საზღვარზე მსუბუქი ავტომობილის 3 021 კვეთა დაფიქსირდა. აქედან რუსეთის მიმართულებით საზღვარი გადაკვეთა 1 510 ავტომობილმა, ხოლო 1 511 ავტომობილი საქართველოს მიმართულებით გადაკვეთა საზღვარი. რუსეთში შესვლაზე რიგში 100 მანქანა, ხოლო საქართველოში შესვლაზე 300 ავტომობილი იმყოფებოდა. რაც შეეხება სატვირთოებს, 475 სატვირთო რუსეთში შევიდა, ხოლო 322-მა რუსეთის ფედერაცია დატოვა. სატვირთო მანქანების რიგი შემდეგნაირი იყო: 356 საქართველოში შემოდიოდა, 600 კი რუსეთში.

სააგენტო მძღოლებზე დაყრდნობით წერს, რომ საბაჟო პუნქტები დღის განმავლობაში ტექნიკური მიზეზებით იხურებოდა და მანქანები საერთოდ არ გადაადგილდებოდნენ. 22 სექტემბრის საღამოსთვის მიმოსვლა აღდგა. დღის განმავლობაში გამშვები პუნქტები მხოლოდ 5 ავტომობილს უშვებდნენ.