მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთ-საქართველოს შორის რაგბის თამაში მაყურებლის გარეშე ჩატარდება

5e69ebf3c8a84
ინგა მურუსიძე
12.03.20 12:37
1409
14 მარტს დაგეგმილი საქართველო-რუსეთის თამაში რაგბში მაყურებლის გარეშე ჩატარდება, - ამის შესახებ საქართველოს რაგბის კავშირის განცხადებაშია ნათქვამი.

რაგბის კავშირი იმ მოქალაქეებს, ვინც თამაშისთვის ბილეთები შეიძინა, მოუწოდებს მიმართონ TKT.GE-ს თანხის დასაბრუნებლად.

"ძვირფასო მეგობრებო, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ ყოველდღიური კონსულტაციები გვაქვს როგორც, საქართველოს მთავრობასთან, ასევე დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან.

არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 14 მარტს, საქართველოსა და რუსეთის მატჩი გაიმართოს მაყურებლის გარეშე.

ყველამ, ვინც უკვე შეიძინეთ მატჩზე დასასწრები ბილეთები, გთხოვთ მიმართოთ TKT.GE-ს თანხის დასაბრუნებლად.
კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს შქემნილი მდგომარეობის გამო და დიდ მადლობას გულშემატკივრობისთვის", - ნათქვამია რაგბის კავშირის განცხადებაში.