მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთ-უკარაინის კონფლიქტი მინერალური წყლების ექსპორტზე ჯერ არ ასახულა - "წყალი მარგებელი"

6214f725cea14
სალომე მეცხვარიშვილი
23.02.22 00:00
968
რუსეთი საქართველოსთვის ნომერ მეორე სავაჭრო პარტნიორია, უკრაინა კი რიგით მეექვსე. წლიდან წლამდე ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა იზრდება.

მსუბუქი ავტომობილები, სპირტიანი სასმელები, სასუქები, მინერალური და მტკნარი წყლები და ღვინოები - არის ის, რასაც საქართველო უკრაინაში აქტიურად ყიდის. რაც შეეხება რუსეთს - ნომერ მეორე სავაჭრო პარტნიორთან საქართველო ძირითადად ექსპორტზე უშვებს ფეროშენადნობებს, ღვინოს, მინერალურ წყლებსა და სპირტიან სასმელებს.

bm.ge დაინტერესდა, მოახდინა თუ არა გავლენა რუსეთ-უკრაინას შორის დაძაბულმა ვითარებამ ერთ-ერთ მნიშვნელოვან საექსპორტო პროდუქტზე - მინერალურ და მტკნარ წყლებზე. კომპანია “წყალი მარგებელი” მინერალური და მტკნარი წყლების ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია, თუმცა უარყოფით შედეგებზე აქ ჯერჯერობით არ საუბრობენ. კომპანიის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანა ბერიშვილი bm.ge-სთან განმარტავს, რომ პროდუქტს 30-მდე ქვეყანაში ყიდიან და დივერსიფიკაცია სტაბილური განვითარების საშუალებას აძლევთ.

“კომპანია “წყალი მარგებელის” პოლიტიკა ბაზრების დივერსიფიკაციაა. ჩვენთვის არ არსებობს, რომელიმე ერთი კონკრეტული ქვეყანა, რომელზეც აქცენტი გვაქვს გაკეთებული და მხოლოდ მასზე ვმუშაობთ. უკრაინა ნომერ პირველი საექსპორტო ქვეყანაა, მას მოსდევს ბელორუსი, აზერბაიჯანი, აშშ, ყაზახეთი, იაპონია და ა.შ. აზიისა და ევროპის მრავალი ქვეყანა.

სწორედ 2006 წლის რუსული ემბარგოს შემდეგ დავიწყეთ დივერსიფიკაციის პოლიტიკის გატარება, რადგან ბაზარმა გვაჩვენა, რომ არ არის კარგი ერთ კონკრეტულ ქვეყანაზე დამოკიდებულება.

ჯერჯერობით ცვლილებები, რომელიც მიმდინარეობს რუსეთ-უკრაინას შორის ჩვენს კომპანიაზე არ ასახულა, თუმცა მოლოდინის რეჟიმში ვართ, არ ვიცით, როგორი გავლენა ექნება ამ ყველაფერს კომპანიაზე”,- აცხადებს ანა ბერიშვილი.