მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა ქართულ ბიზნესზე - BAG წევრ კომპანიებს გამოკითხავს

62331b1959df8
სალომე ჭიპაშვილი
18.03.22 09:00
729
"საქართველოს ბიზნეს ასოციაცია" რუსეთ-უკრაინის ომის ქართულ კომპანიებზე გავლენის შესწავლის მიზნით, დაახლოებით, ორ კვირაში წევრი კომპანიებისთვის კითხვარის დაგზავნას გეგმავს. ამის შესახებ „საქმიან დილაში“ “საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა.

„ჩვენ უკვე გვქონდა ამის გამოცდილება პანდემიისას; მსგავსი ტიპის კვლევა 2020-2021 წლებში ორჯერ გავაკეთეთ და ძალიან საინტერესო შედეგები მივიღეთ, რომლებიც შემდეგ საქართველოს მთავრობას გავუზიარეთ. იმედი გვაქვს, კომპანიები ახლაც აქტიურად ჩაერთვებიან ამ პროცესში", - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

ცნობისთვის: საქართველოს ბიზნეს ასოციაცია BAG-მ ინდექსის 2022 წლის პირველი კვარტლის შედეგები გუშინ გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, წინა კვარტლებში არსებული პოზიტიური განწყობა მიმდინარე წლის პირველ კვარტალშიც შენარჩუნებულია. ასევე ბიზნესები მიიჩნევენ, რომ მომდევნო ექვსი თვის მოლოდინი ისევ დადებითად ფასდება.

თავად BAG-ის განმარტებით, კვლევის საველე სამუშაოების ძირითადი ნაწილი რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებამდე ჩატარდა, შესაბამისად, ის "ომამდელ" რეალობას და მოლოდინებს ასახავს.