მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი 2021 წელს მარცვლეულის ექსპორტზე შეზღუდვების დაწესებას გეგმავს - vedomosti.ru

5fd785870023c
ვიქტორია მღებრიშვილი
15.12.20 12:08
912
2021 წლის 15 თებერვლიდან 30 ივნისის ჩათვლით, რუსეთის მთავრობა მარცვლეულის ექსპორტის კვოტირებას გეგმავს. ამის შესახებ რუსული გამოცემა vedomosti.ru წერს.

მისივე ცნობით, ამ პერიოდში მარცვლეულის საექსპორტო მოცულობა 17.5 მლნ ტონით განისაზღვრება. ამასთან, იგეგმება მარცვლეულზე საბაჟო გადასახადის გაზრდაც. აღნიშნულის შესახებ რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა მაქსიმ რეშეტნიკოვმა მთავრობის სხდომაზე სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნებაზე საუბრისას განაცხადა.

„მარცვლეულის ექსპორტის კვოტირების და მისი ექსპორტისას საბაჟო გადასახადის გაზრდის შესახებ მთავრობაში დადგენილების პროექტი შემოვიდა, რომელიც 2021 წლის 15 თებერვლიდან 30 ივნისის ჩათვლით იმოქმედებს. დოკუმენტის მიხედვით, საექსპორტო მოცულობად 17.5 მლნ ტონა მარცვლეულია განსაზღვრული, ხოლო კვოტირების ფარგლებში საბაჟო გადასახადი 25 ევრომდე განისაზღვრება და კვოტირებული რაოდენობის გაზრდის მოთხოვნის შემთხვევაში მარცვლეული კულტურების ექსპორტის გადასახადი საბაჟო გადასახადის 50%-ს შეადგენს, თუმცა ეს არ იქნება 100 ევროზე მეტი“, - განაცხადა მინისტრმა მთავრობის სხდომაზე. მან განმარტა, რომ საბაჟო გადასახადი ექსპორტის კვოტირების პერიოდში იმოქმედებს.

წყაროზე დაყრდნობით vedomosti.ru წერს, რომ შეზღუდვები ექსპორტიორებზე ისტორიული პრინციპით ამოქმედდება - ის  ხორბალს, ქერს, ჭვავსა და სიმინდს შეეხება. 

გამოცემის ცნობით, მარცვლეულის ექსპორტზე გადასახადი ბოლოს 2015-2016 წლებში, რუსული რუბლის დევალვაციის შედეგად გაძლიერებული ექსპორტის საპასუხოდ გაიზრდა.