11.მარტი .2022 13:25

რუსეთი 8 ქვეყანასთან Covid-ის გამო ფრენებზე დაწესებულ შეზღუდვებს ხსნის

რუსეთი 8 ქვეყანასთან Covid-ის გამო ფრენებზე დაწესებულ შეზღუდვებს ხსნის
views 1397
უკან

რუსეთი 8 ქვეყანასთან რეგულარულ და არარეგულარულ ფრენებზე, Covid-19-ის გამო დაწესებულ შეზღუდვებს ხსნის.

რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს ინფორმაციით, შეზღუდვები აზერბაიჯანის, სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის და ირანის მიმართულებით ორმხრივ საფუძველზე იხსნება.

„რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წლის 9 მარტს იხსნება Covid-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები რეგულარულ და არარეგულარულ ფრენებზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნანავია, რომ მანამდე კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები ბელარუსთან, დომინიკელთა რესპუბლიკასთან, ეგვიპტესთან (კაიროს გარდა), არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, თურქეთთან, ფინეთთან, ჩეხეთთან, შვეიცარიასთან, სამხრეთ კორეასთან და კუბასთან მოიხსნა.

ამ მიმართულებით ფრენები იზღუდება მხოლოდ ქვეყნების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა