მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი ჩინელებს 20 თებერვლიდან ქვეყანაში დროებით აღარ შეუშვებს

5e4c3fb836e4e
თამთა ჯიჯავაძე
18.02.20 23:45
946
რუსეთმა ჩინელებს დროებით ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. ამის მიზეზი კორონავირუსია. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

აკრძალვა 20 თებერვლიდან ამოქმედდება.

როგორც რუსეთის მთავრობის წარმომადგენელმა ტატიანა გოლიკოვამ განაცხადა, ამ ნაბიჯით ქვეყანა კორონავირუსის გავრცელებას აირიდებს თავიდან.

აკრძალვა შეეხება ჩინეთის მოქალაქეებს, რომლებიც რუსეთში გამგზავრებას აპირებენ ტურისტული, საგანმანათლებლო, სამუშაო თუ პირადი მიზნებისთვის.

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე რუსეთში კორონავირუსის ორი შემთხვევა გამოვლინდა. ორივე მათგანი ჩინეთის მოქალაქე იყო.