უკრაინაში შეჭრისა და დასავლეთის მიერ სანქციების დაწესების შემდეგ, ჩინეთმა რუსული ნედლი ნავთობის იმპორტის მკვეთრი ზრდა დაიწყო.
იმპორტის მოცულობის 55%-იანი ზრდის ფონზე, რუსეთმა საუდის არაბეთს გადაუსწრო და ჩინეთის უმსხვილესი ნავთობმიმწოდებლის პოზიცია დაიკავა.
სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, გასული თვის განმავლობაში ჩინეთი რუსეთიდან ყოველდღიურად, დაახლოებით, 1.98 მილიონ ბარელ ნავთობს ყიდულობდა.
რუსული ნედლი ნავთობის იმპორტის მკვეთრი ზრდა საერთაშორისო ბირჟაზე მისი ფასების შემცირებას უკავშირდება. საგულისხმოა, რომ აშშ-მა რუსული ნავთობის იმპორტი აკრძალა, ევროპული კომპანიები კი მის შესყიდვას თავს არიდებენ, შესაბამისად, მოთხოვნის შემცირების პირობებში, ბირჟაზე რუსული ნავთობი სხვა კონკურენტებთან შედარებით 20-25%-ით იაფად იყიდება.
რუსული ნავთობის უმსხვილეს შემსყიდველებს შორისაა: ჩინური სახელმწიფო კომპანია Sinopec და Zhenhua Oil.
აღსანიშნავია, რომ გასულ თვეს რუსეთის ფედერაციამ ნედლი ნავთობისა და საწვავის ექსპორტით 20 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, აღნიშნული მაჩვენებელი 11%-ით აღემატება წინა თვის მაჩვენებელს, რაც საერთაშორისო ბაზარზე მკვეთრად გაზრდილი ენერგორესურსების ფასებითაა განპირობებული.
საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს მონაცემებით, რუსეთის უდიდეს საექსპორტო ბაზრად ისევ ევროკავშირი რჩება, სადაც საერთო მოცულობის 44.1%-ის ექსპორტი განხორციელდა; შესყიდვებში მეორე ადგილს 26.0%-იანი წილით ჩინეთი იკავებს; 11.7%-ით ინდოეთი; 3.9% - თურქეთი; ხოლო სხვა ქვეყნებზე ექსპორტის მოცულობის 13.0% მოდის.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი