მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რუსეთი ცნობილია არასწორი მენეჯმენტით“ - საბა კიკნაძე სახმელეთო საზღვრის გახსნის საფრთხეზე

60a7aac8c487e
ვიქტორია მღებრიშვილი
22.05.21 17:40
949
ტურიზმის სექტორის წარმომადგენელი საბა კიკნაძე, რომელიც ტურისტულ კომპანია „კავკასუს თრეველს“ მართავს აცხადებს, რომ სახმელეთო საზღვრების გახსნის საკითხი, ტურიზმის აღდგენის პროცესში მნიშვნელოვანი, თუმცა საფრთხის შემცველია. ამ საკითხზე მან გადაცემა „ანალიტიკაში“ ისაუბრა.

საბა კიკნაძე მეზობელი რუსეთიდან ტურისტების შემოდინების შემთხვევაში ვირუსის მეტად გავრცელების რისკებს ხედავს და ამბობს, რომ სახელმწიფოსთვის დარგის აღდგენის პროცესში საზღვრების გახსნასთან ერთად მთავარ მიზნად უსაფრთხო მოგზაურობა უნდა ჰქონდეს დასახული.

„რუსეთთან თუ გაიხსნა საზღვრები, ის ერთ-ერთი ცნობილი ქვეყანაა ანტივაქსერული და ვირუსის არასწორი მენეჯმენტით. ის ხალხი ჩამოვა და ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით საშიშროება იქნება.

ჩვენ არ უნდა მოვიქცეთ კასტაში, სადაც უპასუხისმგებლო ქვეყნები, კოვიდის არმომვლელი ქვეყნები ერთმანეთში დადიან და ტურიზმით ამაყობენ. ეს არის პანაცეა, რადგან იმით, როგორი აცრილი ხარ და როგორ იქცევი, ფასდება ქვეყანა, ე.ი. კულტურული ხარ და ფიქრობ შენზეც და სხვაზეც. თუ ამას არ აკეთებ ე.ი. უკულტურო ხარ და არც შენს თავზე და არც სხვაზე არ ფიქრობ - ძალიან მარტივი ფორმულაა და ასეთივე უკულტურო ტიპი ჩამოვა“, - განმარტა „კავკასუს თრეველის“ ხელმძღვანელმა.