მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს WTO-ში გაასაჩივრებს

6228851b96278
ვიქტორია მღებრიშვილი
09.03.22 15:15
802
რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (WTO) დასავლეთის მიერ დაწესებულ სავაჭრო შეზღუდვებს გაასაჩივრებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორმა დიმიტრი ბირიჩევსკიმ „რია ნოვოსტს“ განუცხადა, რომ სავაჭრო შეზღუდვები წესებისა და ნორმების დარღვევით იყო მიღებული.

„მოსკოვი მზად არის გაასაჩივროს ის სავაჭრო შეზღუდვები, რომელიც ორგანიზაციის წესებსა და ნორმების დარღვევით იქნა ამოქმედებული. ჩვენ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დავების გადაწყვეტის ორგანოში საკუთარი ინტერესების დაცვის საკმარისი გამოცდილება გვაქვს და სხვა წევრი ქვეყნების მიერ უკანონო და მათი ვალდებულებების დარღვევით დაწესებული სავაჭრო შეზღუდვების არბიტრაჟში გასაჩივრებას ვგეგმავთ“, - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

მისი თქმით, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასა და რუსეთს შორის ურთიერთობის რადიკალური ცვლილების საკითხი ამ დროისთვის არ დგას, თუმცა შემდგომი ვექტორები მრავალმხრივი სავაჭრო სისტემის ფარგლებში რუსეთის ეროვნული სავაჭრო-ეკონომიკური ინტერესებით იქნება ნაკარნახევი.