მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებში მარცვლეულის ექსპორტს კრძალავს

622a4dc0e0286
ვიქტორია მღებრიშვილი
10.03.22 23:30
6036
რუსეთი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებში მარცვლეულის ექსპორტს კრძალავს – შესაბამისი გადაწყვეტილება რუსეთის ეკონომიკური განვითარებისა და ინტეგრაციის კუთხით შიდა ვაჭრობის დამცავი ზომების სამთავრობო კომისიის საბაჟო-სატარიფო და არასატარიფო რეგულირების ქვეკომისიამ მიიღო. ახალ წესს დროებითი შეზღუდვის ხასიათი აქვს და მიმდინარე წლის 31 აგვისტომდე მოქმედებს.

რუსული გამოცემების ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ წინადადება სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან იყო წარდგენილი, ქვეკომისიის გადაწყვეტილება პირველ ვიცე-პრეამიერ ანდრეი ბელოუსოვთან იყო შეთანხმებული.

„ხორბლის, მესლინის, ქერის, ჭვავის და სიმინდის მიმართა ამოქმედებული ზომა დროებითია და 2022 წლის 31 აგვისტომდე იმოქმედებს. გამონაკლისი გათვალისწინებულია ექსპორტის ლიცენზიის მიწოდებაზე, რომელსაც მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო გასცემს“, - აღნიშნავენ კომისიაში.

ამასთან, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფარგლებს გარეთ მარცვლეულის ექსპორტი კვოტირებით და საექსპორტო ბაჟით უკვე შეზღუდული იყო, რაც შიდა ბაზარზე ფასების დასტაბილურებისთვის იყო მიღებული.

მარცვლეულის გარდა საბაჟო ქვეკომისიამ მიმდინარე წლის 31 აგვისტომდე რუსეთიდან თეთრი შაქრისა და ნედლი შაქრის ექსპორტის აკრძალვის გადაწყვეტილებაც მიიღო, რომელიც რუსეთიდან ფედერაციიდან მესამე ქვეყანაში გატანას შეეხება. ევრაზიის ეკონომიკურ კავშირის ქვეყნებში ამ დასახელების საქონლის მიწოდება სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიის საფუძველზე მოხდება.

ცნობისთვის, ევრაზიის ეკონომიკური კავშირ შედიან სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და რუსეთი.