მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი Facebook-ზე წვდომას ზღუდავს - "FB-მა დაარღვია რუსი მოქალაქეების უფლებები"

62191f11542a0
თამთა ჯიჯავაძე
25.02.22 22:35
561
რუსეთი Facebook-ზე წვდომას ნაწილობრივ ზღუდავს. როგორც CNN წერს, რუსეთის კომუნიკაციების სამინისტრო სოციალურ ქსელს უკანონო ცენზურაში ადანაშაულებს.

როგორც სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, Facebook-მა დაარღვია „რუსი მოქალაქეების უფლებები და თავისუფლებები“ მაშინ, როდესაც რამდენიმე რუსული მედიაპლატფორმა შეზღუდა. მათ შორის არის RIA Novosti-ს, Zvezda TV-ის, Lenta.ru-ს და Gazeta.ru-ს Facebook-ანგარიშები.

ჯერჯერობით, უცნობია, რა გავლენა ექნება Roskomnadzor-ის გადაწყვეტილებას Facebook-ის ან მისი მფლობელი კომპანია Meta-ს რუსეთში ოპერირებაზე.