16.მარტი .2020 23:18

რუსეთი მაისამდე საზღვრებს კეტავს

views 812
უკან

რუსეთი მაისამდე საზღვრებს კეტავს. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში 18 მარტს შევა და დაახლოებით 6 კვირას - 1 მაისამდე გაგრძელდება. moscowtimes-ის ცნობით, ზომები არ იმოქმედებს რუსეთის მოქალაქეებზე, დიპლომატებზე, ეკიპაჟის წევრებსა და იმ უცხოელებზე, რომელთაც რუსეთში ცხოვრების უფლება აქვთ. 

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ზომები ევროპის მასშტაბითაც დაწესდა. ამის მიზეზი კორონავირუსის გავრცელების პრევენციაა.

რუსეთში კორონავირუსით დაინფიცირების 90 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან მხოლოდ დღეს 30 შემთხვევა დადასტურდა.