რუსეთი 15 თებერვლიდან 30 ივნისის ჩათვლით მარცვლეულის ექსპორტზე კვოტირების შემოღებას გეგმავს. კვოტირება შეეხება 18 მილიონ ტონამდე მარცვლეულს. იზრდება საბაჟო ტარიფებიც.
საქართველოსთვის მარცვლეულის ძირითადი მომწოდებელი რუსეთია. 2020 წლის მხოლოდ 10 თვეში საქართველოში 100 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების მარცვლეულის იმპორტი განხორციელდა.
ოკუპანტი მეზობლის მიერ დაწესებული შეზღუდვების შედეგად საქართველოში იმპორტიორები ელოდებიან, რომ ხორბალი დაახლოებით 40 დოლარით გაძვირდება.
„კვოტირებაც და საბაჟო გადასახადიც რუსეთის მხრიდან დაანონსებულია და შემოღებული იქნება 2021 წლის 15 თებერვლიდან. ეს ძალიან რთული საკითხია ჩვენი ქვეყნისთვის. შედეგად, ხორბლის ფასი გაძვირდება და ის საერთაშორისო ბაზრის ფასამდე ავა, რაც ჩვენთვის რა თქმა უნდა არ იქნება პოზიტიური.
დეკემბრის ბოლო იმით დაიხურა რუსეთში, რომ ფოთამდე მოტანილი 1 ტონა ხორბლის ფასი იყო დაახლოებით 260-262 დოლარი. მას შემდეგ, რაც ძალაში შევა კვოტორება და საბაჟო გადასახადი, რაც ამ ეტაპზე არის 25 ევრო ტონაზე, თუმცა მიდის საუბარი კიდევ უფრო გაზრდაზე, ფასს ერთ ტონაზე დაახლოებით 300 დოლარის ფარგლებში ველოდებით"-აცხადებს ფოთის მარცვლეულის ტერმინალის გენერალური დირექტორი ქეთევან კუბლაშვილი.
მოსალოდნელი შეზღუდვების მიუხედავად კუბლაშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში ხორბლის საკმარისის მარაგები არსებობს, რომელიც მეწარმეებმა შეიძინეს. გარდა ამისა არსებობს ალტერნატიული ბაზრებიც, თუმცა ამ შემთხვევაში როგორც ამბობს, „იქნება ფასის პრობლემა“.
„პროცესები, რაც მიდის რუსულ ბაზარზე, არის დროებითი. ვფიქრობთ, ეს ყველაფერი გაგრძელდება აპრილის დასაწყისამდე და შემდგომ ხორბლის ფასი დაიწყებს შემცირებას როგორც ყოველთვის.
ამასთან, საქართველოს ყოველთვის შეეძლება სხვა ქვეყნებიდან მაგალითად ფრანგული, უნგრული, ამერიკული ხორბალი შეიძინოს. დივერსიფიცირების პრობლემას ვერ ვხედავ, თუმცა ფასის პრობლემა კვლავ რჩება. ფასი იქნება ის, რაც არის საერთაშორისო ბაზარზე“-აცხადებს კუბლაშვილი.
საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგი ძირითადად მარცვლეულის რუსულ იმპორტზეა დამოკიდებული. თუ სტატისტიკას გადავხედავთ, 2020 წლის 10 თვეში საქართველოში რუსეთიდან 97.5 მლნ დოლარის ღირებულების ხორბლისა და მესლინის იმპორტი (448.4 ათასი ტონა) განხორციელდა.
ხორბლისა და მესლინის იმპორტი რუსეთიდან:
2018 წელი- $95,8 მლნ (483,5 ათასი ტონა)
2019 წელი-$90,6 მლნ (430,2 ათასი ტონა)
2020 წლის იანვარ-ნოემბერი-$97.5 მლნ (448,4 ათასი ტონა)
მზარდია რუსეთიდან განხორციელებული სიმინდის იმპორტიც. მხოლოდ გასული წლის 10 თვეში საქართველომ 22,8 მლნ დოლარის ღირებულების სიმინდის იმპორტი განახორციელა, აქედან 19,3 მლნ დოლარი რუსულ სიმინდზე მოდის.
სიმინდის იმპორტი რუსეთიდან:
2018 წელი-$13,8 მლნ (76,4 ათასი ტონა)
2019 წელი-$15,8 მლნ (86,6 ათასი ტონა)
2020 წელი იანვარ-ნოემბერი-$19,3 მლნ (107,7 ათასი ტონა).
წყარო: საქსტატი
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო