18.მარტი .2023 18:20

რუსეთი მზადაა, მარცვლეულის შეთანხმება კიდევ 60 დღით გააგრძელოს, კიევი წინააღმდეგია

რუსეთი მზადაა, მარცვლეულის შეთანხმება კიდევ 60 დღით გააგრძელოს, კიევი წინააღმდეგია
views 704
უკან

რუსეთი და უკრაინა შავ ზღვაში უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის საკითხზე ვერ თანხმდებიან. კრემლში აცხადებენ, რომ გაეროსა და თურქეთის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების 60 დღით გახანგრძლივება სურთ, რასაც უკრაინა ეწინააღმდეგება და მიიჩევს, რომ მარცვლეულის ექსპორტში მიღწეული შეთანხმება კიდევ 120 დღით უნდა გახანგრძლივდეს.

შეთანხმებას ვადა კი დღეს ეწურება, თუმცა უკრაინის პრემიერმა დენის შმიგალმა თქვა, რომ 120 დღემდე ექსპორტის გაგრძელება უკრაინული მხარისთვის მიუღებელია.

“ვითხოვთ მარცვლეულზე მიღწეული შეთანხმება ავტომატურად გახანგრძლივდეს ხოლმე 120 დღით. რუსეთის სურვილი შეამციროს ეს ვადები არის მცდელობა გააგრძელოს ამ საკითხით შანტაჟი, რაც რეალურად აღრმავებს მსოფლიოში სურსათის კრიზისს. ამის პრევენცია უნდა მოხდეს”,-განაცხადა შმიგალმა.

უკრაინამ და რუსეთმა გასული წლის ივლისს სტამბოლში გააფორმეს შეთანხმებები თურქეთთან და გაეროსთან, უკრაინის სამი პორტის - ოდესის, ჩერნომორსკისა და იუჟნის გათავისუფლების შესახებ. ეს პორტები ბლოკირებული იყო მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვლის ბოლოს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. შეთანხმება მსოფლიოში არსებული სასურსათო კრიზისის საპასუხოდ გაფორმდა, რადგან რუსეთი და უკრაინა მსოფლიოში მარცვლეულის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორები არიან. თავის მხრივ რუსეთმა მიიღო გარანტია, რომ საკუთარი მარცვლეულისა და პესტიციდების ექსპორტსაც განახორციელებდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა