მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი ქვეყნიდან გასული კომპანიების აქტივების ნაციონალიზაციას გეგმავს

62299babbafbe
მარიამ ვარადაშვილი
10.03.22 11:30
2346
რუსეთის მმართველი პარტია Единая Россия აცხადებს, რომ სამთავრობო კომისიამ დაამტკიცა პირველი გადაწყვეტილება, თუ როგორ უნდა მოხდეს უცხოური კომპანიების აქტივების ნაციონალიზაცია. საუბარია საერთაშორისო კომპანიებზე, რომლებმაც რუსეთის მიერ უკრაინაში ინტერვენციის გამო ქვეყანა დატოვეს.

კანონპროეტის მიხედვით, ასეთ კომპანიებში სასამართლო დანიშნავს დროებით მმართველს სამი თვის ვადით იმ შემთხვევაში, თუკი კომპანიები გასვლის შესახებ განცხადებიდან ხუთი დღის განმავლობაში არ დაუბრუნდებიან საქმიანობას ან არ გაყიდიან წილებს. ამის შემდეგ ამ კომპანიის წილები აუქციონზე გავა და ძველ მფლობელს ჩამოერთმევა.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთი მძიმე ეკონომიკური სანქციების წინაშე აღმოჩნდა. ქვეყანა მრავალმა საერთაშორისო ბრენდმა დატოვა. მაგალითად, ამერიკულმა Ford-მა, რომელმაც რუსეთში დროებით ქარხანები დახურა. BP-მ კი საჯაროდ დადო პირობა რომ ქვეყნიდან გავა. ძალიან ვრცელია იმ კომპანიების ჩამონათვალი, ვინც რუსეთის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.