მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი რამდენიმე ქვეყანასთან საჰაერო მიმოსვლას განაახლებს

5f50ecece174d
BM.GE
03.09.20 20:20
975
რუსეთის პრემიერ-მინისტრის მიხეილ მიშუსტინის განცხადებით, რუსეთი ეგვიპტესთან, გაერთიანებულ საამიროებთან და მალდივებთან საჰაერო მიმოსვლის განახლებას აანონსებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი რუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, კვირაში სამი ფრენა შესრულდება ეგვიპტის მიმართულებით, ხოლო კვირაში ორი რეისი საამიროებისა და მალდივების მიმართულებით.

შეგახსენებთ, რუსეთიდან ფრენები სხვადასხვა ქვეყნების მიმართულებით მარტის ბოლოს შეწყდა. ავიამიმოსვლის შეწყვეტა კორონავირუსის პანდემიამ გამოიწვია.

რუსეთში ბოლო 24 საათში ინფიცირების 4,995 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ოფიციალური სტატისტიკით, ქვეყანაში კორონავირუსის მილიონზე მეტი შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან 826 935 პაციენტი გამოჯანმრთელდა. რუსეთში COVID-19-ით სულ 17,528 ადამიანი გარდაიცვალა.