მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი რუსი ხელოვანებისთვის ჰონორარის ჩარიცხვას საქართველოს გავლით ცდილობს - საავტორო უფლებათა ასოციაცია

62285e14db5e3
ნინი ლონგურაშვილი
09.03.22 14:40
1899
“საქართველოს საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაცია GERA, რომელიც რუსეთის საავტორო უფლებების ორგანიზაცია RAO-ს შვილობილი კომპანიაა, რუსი ხელოვანებისთვის ჰონორარების ჩარიცხვისთვის რუსეთს თავისი საბანკო ანგარიშების გამოყენებას სთავაზობს - ამის შესახებ “საქმიან დილაში” საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარე გიგა კობალაძემ განაცხადა.

კობალაძის თქმით, აღნიშნულის თაობაზე მისთვის ცნობილი ესტონელი კოლეგებისგან გახდა.

კერძოდ, როგორც საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარე ყვება, RAO-მ ესტონელ კოლეგებს გაუგზავნა წერილი, რომლის თანახმად, რადგან რუსული ბანკები სანქცირებულია და ვერ ხერხდება ტრანზაქციები, რუსეთი ესტონეთს და სხვა ქვეყნებს სთხოვს, ჰონორარი საქართველოში არსებული, მისი პარტნიორი ორგანიზიაცია, “GERA”-ს მეშვეობით გადაუხადონ.

წერილში საუბარია იმაზეც, რომ რუსეთს და GERA-ს აქვთ ნაყოფიერი თანამშრომლობა და GERA მზად არის, დაეხმაროს რუს ხელოვანებს ჰონორარის მიღებაში.

„GERA-ს ქართული საბანკო ანგარიშების გამოყენებით, რუსეთი ცდილობს, ევროპულმა ორგანიზაციებმა ჩარიცხონ ჰონორარი GERA-ს ანგარიშზე და შემდეგ ქართულმა ასოციაციამ გადარიცხოს ეს თანხები რუსეთში, როგორც რუსი ავტორების ჰონორარი. ჩვენ მოვუწოდებთ GERA-ს, რომ არ შევიდნენ მათთან ასეთ ურთიერთობაში. წერილი ჩვენ ესტონელმა მეგობრებმა გამოგვიგზავნეს; მათ უარი თქვეს ამ შესაძლებლობაზე და ამ წინადადებას არ თანხმდება არცერთი ცივილიზებული ორგანიზაცია, არათუ საქართველოს გავლით, არამედ არცერთი ქვეყნის მეშვეობით“, - ამბობს საქართველოს საავტორო უფლებების ასოციაციის თავმჯდომარე.

BMG GERA-ს განმარტებებსაც შემოგთავაზებთ.