მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი საქართველოში ფულადი გზავნილების კუთხით ისევ ლიდერია, თუმცა, გადმორიცხვები მცირდება

5dce70d473697
BM.GE
15.11.19 13:25
1782
2019 წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 153.2 მლნ აშშ დოლარი (454.3 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 11.5%-ით (15.8 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2018 წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

რუსეთიდან ფულადი გზავნილები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4,5%-ით არის შემცირებული, ამის მიუხედავად მთლიან ფულად გადმორიცხვებში წილობრივად პირველ ადგილს ინარჩუნებს. რუსეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობამ მთლიანი გადმორიცხვების 24.7% შეადგინა, მეორე ადგილზეა იტალია 13.7%-ით, მესამეზე კი საბერძნეთი 10.4%-ით.

ევროკავშირის ქვეყნებზე მთლიანი ჩარიცხვების 37.7% მოდიოდა, დანარჩენ ქვეყნებზე კი 62.2%.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.9% იმ 18 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ოქტომბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 18 ქვეყანაზე გასული წლის ოქტომბერში მთელი ფულადი გზავნილების 94.0% მოდიოდა. 

2019 წლის ოქტომბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 22.5 მლნ აშშ დოლარი (66.6 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2018 წლის ოქტომბრის (21.2 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 5.9%-ით მეტია.