რუსეთი არ გამორიცხავს საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას. ამის შესახებ რუსული მედია წერს. “ტასის“ ცნობით, რუსული მხარე ასევე არ გამორიცხავს ვიზალიბერალიზაციას „აუცილებელი წინაპირობების ჩამოყალიბების“ შემთხვევაში.
კერძოდ, როგორც რუსული მედია იტყობინება, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა, დენის გონჩარმა განაცხადა, აღნიშნული წინაპირობები ოფიციალური თბილისისთვის კარგად ნაცნობია. „ჩვენ არ გამოვრიცხავთ ამ კუთხით გადაწყვეტილების მიღებას“, - განაცხადა გონჩარმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის ორნიშნა მაჩვენებელი დიდწილად სწორედ რუსეთთან სავაჭრო კავშირების, რუსეთიდან გადმორიცხვებისა და ტურიზმის დამსახურებაა.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებით, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულმა ავიაკომპანიებმა საქართველოს მიმართულებით ავიამიმოსვლა დროებით შეაჩერა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისში მასშტაბურ აქციებს - 20 ივნისის მოვლენებს მოჰყვა.
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი