რუსეთის ფედერაცია საქართველოსთვის საწვავის იმპორტის #1 ბაზარი გახდა. 2021 წელს ამ პოზიციას თურქმენეთი იკავებდა, თუმცა წელს საწვავის ფასის რეკორდული ზრდის გამო, ქართველი ნავთობიმპორტიორები ფასდაკლებულ რუსულ საწვავზე გადაერთნენ.
2022 წლის პირველ 6 თვეში საქართველომ $577 მილიონის ღირებულების 597,537 ტონა საწვავი შეიძინა. თანხობრივად იმპორტის ღირებულება 76%-ით, იმპორტირებული ნავთობის მოცულობა კი 4%-ით არის მომატებული. უშუალოდ რუსეთიდან იმპორტის ღირებულება 208%-ით გაიზარდა.
იმპორტის ფასების მიხედვით, ივნისში რუსეთიდან შემოტანილი საწვავის საშუალო ღირებულება ტონაზე 1,005 დოლარს შეადგენდა, ბულგარეთიდან იმპორტის საშუალო ფასი - 1,167 დოლარს, რუმინეთიდან კი - 1,265 დოლარს.
ქვეყნების მიხედვით, ნავთობპროდუქტების იმპორტი ასე ნაწილდება (თანხობრივად):
1) რუსეთი - $184 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 208%;
2) რუმინეთი - $124 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 71%;
3) თურქმენეთი - $98 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 23%;
4) ბულგარეთი - $77.5 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 131%;
5) აზერბაიჯანი - $48.5 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 44%.
ნავთობპროდუქტების იმპორტი მოცულობების მიხედვით:
1. რუსეთი - 198,242 ტონა, მატება 77%, წილი მთლიან იმპორტში 33%;
2. რუმინეთი - 127,221 ტონა, მატება 1.2%, წილი მთლიან იმპორტში 21%;
3. თურქმენეთი - 98,193 ტონა, კლება 12%, წილი მთლიან იმპორტში 16%;
4. ბულგარეთი - 79,378 ტონა, კლება 18%, წილი მთლიან იმპორტში 13%;
5. აზერბაიჯანი - 56,854 ტონა, კლება 1%, წილი მთლიან იმპორტში 10%.
რუსეთიდან ნავთობის იმპორტი განსაკუთრებულად დიდი ივნისში იყო, როდესაც ქვეყანაში $59.7 მილიონის ღირებულების 59,393 ტონა საწვავი შემოვიდა.
მაისში საქართველოს კონკურენციის სააგენტომ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც საუბარი იყო, რომ რუსული საწვავი ევროპულზე იაფი იყო. სავარაუდოდ, სწორედ დაბალი ფასის გამო, ბიზნესმა რუსეთიდან იმპორტი გაზარდა.
ამჟამად, ერთი ტონა ბენზინის (platts) ფასი 1,134 დოლარია. ამ ფასთან შედარებით რუსული საწვავი რამდენიმე პროცენტით უფრო იაფია.
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი