მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი სმარტფონების გაყიდვაზე ახალ რეგულაციას აწესებს

5dd6d7a69bcd7
BM.GE
21.11.19 22:58
2028
რუსეთი 2020 წლიდან სმარტფონების გაყიდვაზე ახალ რეგულაციას აწესებს. კერძოდ, მიიღეს კანონი, რომელიც აკრძალავს ისეთი სმარტფონების, კომპიუტერებისა და სმარტ ტელევიზორების გაყიდვას, რომელთაც არ ექნებათ რუსული პროგრამული უზრუნველყოფა დაინსტალირებული.

როგორც კანონპროექტის მომხრეები აცხადებენ, ახალი რეგულაციის მიზანს რუსული ტექნოლოგიების წახალისება დ ქვეყანაში მოქალაქეების მიერ ე.წ გაჯეტების გამოყენების გამარტივება წარმოადგენს. კრიტიკოსები კი შიშობენ, რომ მსგავსი რეგულაცია სახელმწიფო კონტროლის საფრთხეს ქმნის და რომ ცალკეული კომპანიები ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ რუსულ ბაზარს დატოვებენ.

კანონის მიხედვით, ელექტრონული მოწყობილობებიდან ორიგინალი პროგრამების წაშლა არ იქნება სავალდებულო, რეგულაცია უბრალოდ რუსული ალტერნატივის დამატებასაც გულისხმობს.

„როდესაც ყიდულობთ ელექტრონულ მოწყობილობას, მათ უკვე აქვთ თავიანთი აპლიკაციები, ძირითადად დასავლური, წინასწარ დაინსტალირებული. როდესაც ამას ადამიანი ნახულობს, შესაძლოა, იფიქროს თუ რატომ არ არის ადგილობრივი ალტერნატივაც ხელმისაწვდომი. და თუ ორიგინალ აპლიკაციებთან ერთად ჩვენ მათ რუსულ პროგრამებსაც შევთავაზებთ, მაშინ მათ ექნებათ შესაძლებლობა აირჩიონ სასურველი“, - განაცხადა კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა ოლეგ ნიკოლაევმა,

შეგახსენებთ, კანონპროექტს მხარი რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატამ უკვე დაუჭირა.