მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი თურქეთის წინააღმდეგ ახალ ეკონომიკურ სანქციებს ამზადებს

5678010ec924b
BM.GE
21.12.15 17:33
1338
რუსეთი თურქეთის წინააღმდეგ ახალ ეკონომიკურ სანქციებს ამზადებს. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება. გავრცელებული ცნობით, მიმდინარეობს შეზღუდვების ახალ პაკეტზე მუშაობა, რაც მომდევნო რამდენიმე კვირაში გახდება საჯარო.

"ჩვენ ველოდებით, რომ გადაწყვეტილება მომდევნო კვირაში იქნება მიღებული, თუმცა, პოლიტიკური კონსულტაციების საჭიროებიდან გამომდინარე, ეს პროცესი შესაძლოა, გადაიდოს", -განუცხადა რუსულ მედიას წყარომ. მისივე თქმით, სანქციები ძალაში 2015 წლის ბოლოსთვის შევა, მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილებას ოფიციალური სახე მიეცემა. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ფედერაციის საბჭომ მთავრობას თურქეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი ზომების მიღებისკენ მოუწოდა. მოსკოვმა ანკარას ეკონომიკური შეზღუდვები მას შემდეგ დაუწესა, რაც თურქეთმა რამდენიმე კვირის წინ სირიის საზღვართან ახლოს რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო.